понедельник, 16 февраля 2015 г.

ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა - გაგრძელება 2



გაგრძელება მე 2
ვისთვისაც ნაცნობია ისლამის პრინციპები, მან იცის, რას ნიშნავს სიტყვები " ადამიანის ბედი წიგნში წერია". იგულისხმება, რომ ბედი წინასწარაა დაწერილი და მას ვერსად გაექცევი. ამგვარი აზრი სხვა რელიგიებშიც გვხვდება. მართლაც, ადამიანის ბედი უკვე გაწერილია. რელიგიების შეცდომა იმაშია, რომ ამ ბედის ვარიანტი მხოლოდ ერთი კი არა, უსასრულოდ მრავალია. ბედს ვერსად გაექცევი. ესეც გარკვეულ წილად სიმართლეა, იმიტომ რომ არ შეიძლება ვარიანტის სცენარის შეცვლა. სამყაროსთან ბრძოლა იმისათვის, რომ შეცვალო შენი ბედი, - ძალიან რთული და უსარგებლო საქმეა. არ ღირს სცენარის შეცვლის მცდელობა ჯობს უბრალოდ შენთვის სასურველი ვარიანტის არჩევა.
რათქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ უჩვეულოა და გასაგებია, რომ იწვევს ეჭვს. მაგრამ, მე არც მქონია იმაზე გათვლა, რომ თქვენ მზად იქნებოდით ვარიანტების მოდელის მისაღებად. არც მე მეჯერა სანამ თავად არ დავრწმუნდი იმაში, რომ ტრანსერფინგი მუშაობს, თანაც უტყუარად. აზრი არ აქვს უპირატესობა მივანიჭოთ ამა თუ იმ მოდელს მხოლოდ იმ მიზნით რომ მივაღწიოთ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. მნიშვნელობა აქვს არა თავად მოდელს, არამედ პრაქტიკულ შედეგს, რომლის მიღწევაშიც ის გვეხმარება. სხვადასხვა მათემატიკურ მოდელებს შეუძლიათ განსხვავებულად ახსნან ერთი და იგივე ფიზიკური მოვლენა. ხომ სასაცილო იქნებოდა, ანალიტიკური გეომეტრიის სპეციალისტებმა პროტესტი რომ გამოუცხადონ მათემატიკურ ანალიზს და ამტკიცონ, რომ გეომეტრია ერთადერთი სწორი მათემატიკური დისციპლინაა? მათემატიკოსებმა შეძლეს ერთმანეთთან მორიგება, ხოლო ფილოსოფოსებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა - ვერა.
სად მდებარეობს ეს ვარიანტების სივრცე? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის პოზიციიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ყველგან და იმავ დროს არსად. წარმოიდგინეთ უსასრულო სიბრტყე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, სადაც ცხოვრობენ ორგანზომილებიანი ადამიანები. მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ არსებობს მესამე განზომილება. მათ ჰგონიათ, რომ სიბრტყე - არის ერთადერთი სამყარო, და ისინი ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს კიდევ მის საზღვრებს გარეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საკმარისია დავუმატოთ მესამე განზომილება ამ მოდელს, და შესაძლებელი გახდება შევქმნათ ასეთი სიბრტყეების უსასრულო რაოდენობა. ამიტომ ნუ შეგაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვწევთ უნარი ნათლად წარმოვიდგინოთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი სამყაროს პარალელურად, არსებობდეს უსასრულოდ მრავალი სხვა პარალელური სამყარო.
რთულია ირწმუნო პარალელური სამყაროების არსებობა. მაგრამ მეორეს მხრივ, იოლია თქვენთვის ირწმუნოთ ფარდობითობის თეორია, რომლის მიხედვითაც სხეულის სიჩქარის ზრდასთან ერთად მისი მასა იზრდება, ზომები მცირდება, და დრო ნელდება? საკუთარი გამოცდილებით ამის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. მთავარი ის კი არაა გვესმის ეს თუ არა ჩვენ, არამედ ის, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეგვიძლია აქედან მივიღოთ.
უსასრულო სივრცეში ამა თუ იმ მოდელზე კამათი უბრალოდ უაზრობაა. წარმოიდგინეთ, უსასრულობა მანძილის გაზრდის მიმართულებით. იქ სადღაც შორს ზღვარი არ არსებობს. უსასრულობა მანძილის შემცირების მიმართულებით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, აქაც არ არსებობს ზღვარი. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ სამყაროს მხოლოდ შეზღუდულ - ხილული ნაწილს. როგორც ტელესკობი, ასევე მიკროსკოპიც შეზღუდულია. უსასრულობა მიკროსამყაროს მიმართულებით არაფრით არ გამოირჩევა მაკროსამყაროს უსასრულობისგან.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჩვენი სამყაროს ხილული ნაწილი შეიქმნა "დიდი აფეთქების" შედეგად. მას შემდეგ ის თითქოს უწყვეტად ფართოვდება. სხეულები მოძრაობენ კოსმოსში ძალიან დიდი სიჩქარით. მაგრამ, მეორეს მხრივ დიდ მანძილებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ გვეჩვენება , რომ სამყაროს გაფართოვება ხდება ძალიან ნელა და დიდ ხანს.
ასევე ცნობილია, რომ ვაკუუმში დროის ყოველ მომენტში სიცარიელიდან იბადებიან და უმალვე ჩინარდებიან ელემენტარული ნაწილაკები. ფარდობითობას და დროს თუ გავითვალიწინებთ არაფერი არ შეგვიშლის ხელს რომ თითოეული ასეთი ნაწილაკი განვიხილოთ როგორც სამყარო - ისეთივე, როგორიც ჩვენია. ჩვენთვის ხომ არ არის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების წყობა. ფიზიკოსებისთვის ისინი ვლინდება ხან ტალღების და ხან ნაწილაკების სახით. რაც უფრო შორს მივდივართ მიკროსამყაროში, შეფარდებითი მანძილები ხდება ისეთივე უშველებელი, და დრო შიდა დამკვირვებლისთვის ისევ ნელდება. გარე დამკვირვებლისთვის ჩვენის სამყარო არსებობს ერთი წამი, როგორც სიცარიელეში გაჩენილი და ჩამქრალი ნაწილაკი, ხოლო ჩვენთვის როგორც შიდა დამკვირვებლისთვის, სამყარო არსებობს მილიარდობით წელი.
ყავის სმის დროს დაფიქრდით: რამდენი სამყარო გადაყლაპეთ? უსასრულოთ ბევრი, იმიტომ, ღომ უსასრულობა არ იყოფა ნაწილებად. მიკროსამყაროს შიგნით "ფრენა" ისეთივე შორი და ხანგრძლივია როგორც გარე კოსმოსის უსასრულო სივრცეში. დრო, სივრცის მსგავსად უსასრულოა როგორც წინ, ასევე უკან. დროის მონაკვეთები შეიძლება იყოს როგორც უსაზღვროდ მცირე, ისევე დიდი. ნებისმიერი წერტილი დროის მონაკვეთში შეიძლება განვიხილოთ როგორც ათვლის წერტილი, რომლის ორივე მიმართულებითაც ვრცელდება დროის უსასრულობა. ათვლის წერტილის გადაადგილება დროის მონაკვეთხე არაფერს არ ცვლის არც წინ, არც უკან. ყველა ეს ერთმანეთში ჩაწყობილი უსასრულობა არსებობს ერთდროულად. სამყაროს ცენტრი ერთსა და იმავე მომენტში არსებობს ყოველ წერტილში იმიტომ, რომ ნებისმიერ წერტილს ნებისმიერი მხრიდან გარს აკრავს ისევ ის უსასრულობა და ყველა მოვლენა არსებობს ერთდროულად - იმავე მიზეზის გამო - რის მიხედვითაც სამყაროს ცენტრი ერთსა და იმავე დროს იმყოფება ნებისმიერ წერტილში. ამის წარმოდგენა ძნელია. მაგრამ უსასრულობის აღქმაც ხომ შეუძლებელია ერთი შეხედვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий