пятница, 13 марта 2015 г.

ქანქარების ბრძოლა

დესტრუქციული ქანქარის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ის აგრესიულად ცდილობს სხვა ქანქარების განადგურებას, იმისათვის რომ ადამიანები გადაქაჩოს თავის მხარეზე. ამისათვის ის მუდმივად აქეზებს თავის მიმდევრებს სხვისებზე: "ჩვენ ასეთები ვართ, ხოლო ისინი სხანაირები არიან! ცუდები!" ამ ბრძოლაში ჩართული ადამიანები, თავისი გზიდან უხვევენ და მიდიან ცრუ მიზნებისკენ, რომლებსაც ისინი შეცდომით თავისებად თვლიან. ამაში ვლინდება ქანქარების დესტრუქციულობა. სხვის მიმდევრებთან ბრძოლა უნაყოფოა და იწვევს როგორც თავისი, ასევე უცხო სიცოცხლის განადგურებას.

ავიღოთ მიმდევრებისათვის ბრძოლის უკიდურესი გამოვლინება - ომი. იმისათვის, რომ დაარწმუნოს თავისი მიმდევრები ომში წავიდნენ, ქანქარას მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც მიესადაგება კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას. ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, - უბრალოდ ბრაძანება გასცე წაართვა სხვას ის, რაც მათ ეკუთვნის. იმისდა მიხედვით რაც უფრო ცივილიზებული ხდებოდა საზოგადოება, არგუმენტები იძენდა უფრო რაფინირებულ ფორმას. ერთი ნაცია ცხადდება საუკეთესოდ, ხოლო დანარჩენი - მეორეხარისხოვნად. კეთილი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განუვითარებელი ერები აყვანილ იქნას უფრო მაღალ საფეხურზე, ხოლო თუ წინააღბდეგობის გაწევას ცდილობენ, გამოყენებულ იქნას ძალა. ხოლო, ომის მართვის თანამედროვე კონცეფციები გამოიყურება დაახლოებით შემდეგნაირად. ტყეში ხეზე ჩამიკიდულია ფუტკრების ბუდე. იქ ცხოვრობენ ველური ფუტკრები, მოიპოვებენ თავის თაფლს და ზრდიან თავის შვილებს. მაგრამ აი ბუდესთან მიდის ქანქარა და თავის მიმდევრებს უცხადებს: "ეს ველური ფუტკარია, და ძალიან საშიში, ამიტომ ის უნდა გავანადგუროთ, ან ბუდე დავუნგრიოთ. არ გჯერათ? ნახეთ!" ამ დროს ის იწყებს ჯოხით ბუდის ქექვას. ფუტკრები გამოფრინდებიან და იწყებენ მიმდევრების დანესტვრას. ხოლო ქანქარა ზეიმობს: " აი ხომ ხედავთ, როგორი აგრესიულები არიან! ჩვენ ისინი უნდა გავანადგუროთ".

როგორი თავის გასამართლებელი ლოზუნგებითაც არ უნდა შეინიღბოს ომი და რევოლუცია, მაღი არსი ერთია - ეს არის ქანქარების ბრძოლა მიმდევრების მოსაპოვებლად. ბრძოლის ფორმები შეიძლება იყოს მრავალი სახის, მაგრამ ერთადერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი. ქანქარისთვის ახალი ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ გარეშე ის გაჩერდება, ამიტომ ქანქარების ბრძოლა - ეს ბუნებრივი და გარდაუვალი ბრძოლაა გადარჩენისთვის.

ომებისა და რევოლუციების შემდეგ, იწყება ნაკლებად აგრესიული, თუცმა საკმაოდ მკაცრი ბრძოლები. მაგალითად ბრძოლა გასაღების ბაზრებისთვის, პოლიტიკური პარტიების შეჯიბრი, კონკურენცია ეკონომიკაში, მარკეტინგის უამრავი მეთოდები, სარეკლამო კამპანიები, იდეოლოგიური პროპაგანდა და ა.შ. ადამიანების საარსებო გარემო აწყობილია ქანქარებზე, ამიტომ მოღვაწეობის ყველა სფერო ეყრდნობა კონკურენციას. შეჯიბრი მიდის ყველა დონეზე, დაწტებული სახელმწიფოტა შორის უთანხმოებით და დამთავრებული კლუბების გუნდების და ცალკეული ადამიანებს შორის შეჯიბრით.

ახალი, უჩვეულო, გაურკვეველი ყოველთვის ძალით იკვალავს გზას. რატომ ხდება ასე? ნუთუ მხოლოდ აზროვნების ინერტულობაა? მთავარი მიზეზი არის იმაში, რომ ძველ ქანქარებს არ აწტობტ ახალბედის გამოჩენა, რომელიც თავისკენ გადაქაჩავს მიმდევრებს. მაგალითად შიდა წვის ძრავები, რომლებიც ასე ძლიერ აბინძურებენ ატმოსფეროს, უკვე დიდი ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა წარსულს. თუმცა ეს ნავთობის კორპორაციებს სიკვდილს უქადის, ხოლო ისინი ჯერჯერობით ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ არ მისცემენ ვიღაც გამომგონებლებს იმის უფლებას, რომ ასე იოლად ჩამოაშორონ სცენას. იქამდეც მიდის საქმე, რომ ეს მონსტრები ფაქტიურად ყიდულობენ ახალი ძრავების  პატენტებს და საიდუმლოდ ინახავენ და აცხადებენ მათ დაბალ ეფექტურობას.

თავისი სტრუქტურის რეალიზებით მატერიალურ დონეზე, ქანქარები აძლიერებენ თავის მდგომარეობას ფინანსური სახსრებით, დანადგარებით, მოწყობილობებით და რათქმაუნდა, ადამიანური რესურსებიტ. ადამიანური პირამიდების სათავეში დგებიან ქანქარის ფავორიტები.  ფავორიტები - ყველა რანგის ხელმძღვანელები, დაწყებული მცირე მმართველებით და დამთავრებული სახელმწიფო პრეზიდენტებით. არაა აუცილებელი მათ ჰქონდეთ განსაკუთრებული უნარები. როგორც წესი, ასეთები ხდებიან ის მიმდევრები, რომელთა პარამეტრებიც ყველაზე ოპტიმალურად ერგება ქანქარის სტრუქტურაშ. ფავორიტს შესაძლოა ეგონოს რომ მან განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია თავის ცხოვრებაში მხოლოდ პირადი ღირსებების დამსახურებით. გარკვეული დონით ეს ასეც არის, მაგრამ სამუშაოს დიდი ნაწილი თავისი ფავორიტების წინ წაწევაში ასრულებს ქანქარის თვითმაორგანიზებელი სტრუქტურა. თუ ფავორიტის პარამეტრები აღარ ემთხვევა სისტემის მოთხოვნებს, ის უმოწყალოდ განიდევნება.

ქანქარების ბოძოლა მისი მიმდევრებისთვის დესტრუქციულია იმით, რომ ამ უკანასკნელებს ჰგონიათ, თითქოს ისინი, მოქმედებენ თავისი ნებაით. მიმდევრების პირადი აზრი უმეტეს შემთხვევაში ქანქარის მიერაა თავს მოხვეული. როგორც კი ადამიანი აეწყო მის სიხშირეზე, მასსა და ქანქარას შორის ჩნდება ურთიერთქმედება ენერგეტიკულ დონეზე. მიმდევრის ფიქრის ენერგიის გამოსხივების სიხშირე ფიქსირდება და ძლიერდება ქანქარის ენერგიით. ჩნდება ერთგვარი მარყუჟი. მიმდევარი ასხივებს ქანქარის სიხშირეზე, ხოლო ის, თავის მხრივ, ასევე კვებავს მიმდევრის ენერგიას, რათა შეინარჩუნოს გავლენა.

მატერიალური რეალიზაციის დონეზე ასეთ ურთიერთქმედებას ცვენ ვხედავთ ჩვეული სურათის სახით. მაგალითად, პოლიტიკური პარტიის  ქანქარა აკეთებს აგიტაციას, იწვევს მიმდევარს და აძლევს მას გარკვეულ ენერგეტიკულ საკვებს სიმართლის, კმაყოფილების, ღირსებისა და საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძლების სახით. მიმდევარს ჰგონია, რომ მას აქვს კონტროლი სიტუაციაზე, - რომ მას აქვს არჩევანი. სინამდვილეში ის აირჩიეს და მაზე დამყარებულია კონტროლი. გარეგნულად ეს ჩანს როგორც მიმდევრის რწმენა იმაში, რომ ის თავისი ნების რეალიზებას ახდენს. თუმცა ეს ნება მასზე ხელოვნურადაა თავს მოხვეული ქანქარის მიერ. მიმდევარი მოხვედრილია მის საინფორმაციო ველში, ურთიერთობს თავის მსგავსებტან "ცხელ" თემებზე, შედის ენერგეტიკულ კავშირში და ამით თავისი სიხშირის ფოკუსირებას ახდენს. შემდეგ მიმდევარს მოლოდინები შესაძლოა გაუცრუვდეს, უჩნდება ყოფილი კუმირის საწინააღმდეგო ფიქრები, და გამოსხივების სიხშირე ვარდება მარყუჯიდან. მარყუჯის ძალა ვარირებს ქანქარის სიძლიერის დონის მიხედვით. ერთ შემტხვევაში მიმდევარს აძლევენ წასვლის უფლებას, ხოლო სხვა შემთხვევაში ასეთ ერეტიკოსს შესაძლოა წაერთვას თავისუფლება ან სიცოცხლე.

სიხშირის ზეგავლენის ილუსტრირება შეიძლება ასეთი მაგალითით. თქვენთვის ღიღინებთ რაიმე მელოდიას. მაგგრამ ამ დროს გაიგონეთ სხვა ხმამაღალი მუსიკა. ახლა, როდესაც გესმით სხვა მელოდია, თქვენთვის რთული იქნება იგივე მოტივის ღიღინი.

ტრანსერფინგის მიზნებისთვის, არაა სულ ერთი როგორი გზით ხდება ურთიერთქმედება ქანქარასა და მიმდევარს შორის ენერგეტიკულ დონეზე. ამ ურთიერთქმედების კვლევისას ჩვენ გამოვიყენებთ გამარტივებულ მოდელს იოლად აღსამელად. ეს სავსებით საკმარისი იქნება. დეტალურად და ზუსტად ახსნას, რა და როგორ ხდება სინამდვილეში, ვერავინ ვერ შესძლებს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა: რა იგულისხმება ამ ფრაზაში " რა ხდება სინამდვილეში"? და ასე შემდეგ შემეცნების პროცესის უსასრულობის შესაბამისად. ასე, რომ მოგვიწევს მცირედით დაკმაყოფილება. უნდა გვიხაროდეს  თუნდაც ის, რომ ჩვენ რაიმეს გაგება მაინც შეგვიძლია. ვნახოთ, როგორ მანიპულირებას ახდენენ ქანქარები თავის მიმდევრებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий