пятница, 13 марта 2015 г.

ქანქარების ბრძოლა

დესტრუქციული ქანქარის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ის აგრესიულად ცდილობს სხვა ქანქარების განადგურებას, იმისათვის რომ ადამიანები გადაქაჩოს თავის მხარეზე. ამისათვის ის მუდმივად აქეზებს თავის მიმდევრებს სხვისებზე: "ჩვენ ასეთები ვართ, ხოლო ისინი სხანაირები არიან! ცუდები!" ამ ბრძოლაში ჩართული ადამიანები, თავისი გზიდან უხვევენ და მიდიან ცრუ მიზნებისკენ, რომლებსაც ისინი შეცდომით თავისებად თვლიან. ამაში ვლინდება ქანქარების დესტრუქციულობა. სხვის მიმდევრებთან ბრძოლა უნაყოფოა და იწვევს როგორც თავისი, ასევე უცხო სიცოცხლის განადგურებას.

ავიღოთ მიმდევრებისათვის ბრძოლის უკიდურესი გამოვლინება - ომი. იმისათვის, რომ დაარწმუნოს თავისი მიმდევრები ომში წავიდნენ, ქანქარას მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც მიესადაგება კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას. ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, - უბრალოდ ბრაძანება გასცე წაართვა სხვას ის, რაც მათ ეკუთვნის. იმისდა მიხედვით რაც უფრო ცივილიზებული ხდებოდა საზოგადოება, არგუმენტები იძენდა უფრო რაფინირებულ ფორმას. ერთი ნაცია ცხადდება საუკეთესოდ, ხოლო დანარჩენი - მეორეხარისხოვნად. კეთილი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განუვითარებელი ერები აყვანილ იქნას უფრო მაღალ საფეხურზე, ხოლო თუ წინააღბდეგობის გაწევას ცდილობენ, გამოყენებულ იქნას ძალა. ხოლო, ომის მართვის თანამედროვე კონცეფციები გამოიყურება დაახლოებით შემდეგნაირად. ტყეში ხეზე ჩამიკიდულია ფუტკრების ბუდე. იქ ცხოვრობენ ველური ფუტკრები, მოიპოვებენ თავის თაფლს და ზრდიან თავის შვილებს. მაგრამ აი ბუდესთან მიდის ქანქარა და თავის მიმდევრებს უცხადებს: "ეს ველური ფუტკარია, და ძალიან საშიში, ამიტომ ის უნდა გავანადგუროთ, ან ბუდე დავუნგრიოთ. არ გჯერათ? ნახეთ!" ამ დროს ის იწყებს ჯოხით ბუდის ქექვას. ფუტკრები გამოფრინდებიან და იწყებენ მიმდევრების დანესტვრას. ხოლო ქანქარა ზეიმობს: " აი ხომ ხედავთ, როგორი აგრესიულები არიან! ჩვენ ისინი უნდა გავანადგუროთ".

როგორი თავის გასამართლებელი ლოზუნგებითაც არ უნდა შეინიღბოს ომი და რევოლუცია, მაღი არსი ერთია - ეს არის ქანქარების ბრძოლა მიმდევრების მოსაპოვებლად. ბრძოლის ფორმები შეიძლება იყოს მრავალი სახის, მაგრამ ერთადერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი. ქანქარისთვის ახალი ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ გარეშე ის გაჩერდება, ამიტომ ქანქარების ბრძოლა - ეს ბუნებრივი და გარდაუვალი ბრძოლაა გადარჩენისთვის.

ომებისა და რევოლუციების შემდეგ, იწყება ნაკლებად აგრესიული, თუცმა საკმაოდ მკაცრი ბრძოლები. მაგალითად ბრძოლა გასაღების ბაზრებისთვის, პოლიტიკური პარტიების შეჯიბრი, კონკურენცია ეკონომიკაში, მარკეტინგის უამრავი მეთოდები, სარეკლამო კამპანიები, იდეოლოგიური პროპაგანდა და ა.შ. ადამიანების საარსებო გარემო აწყობილია ქანქარებზე, ამიტომ მოღვაწეობის ყველა სფერო ეყრდნობა კონკურენციას. შეჯიბრი მიდის ყველა დონეზე, დაწტებული სახელმწიფოტა შორის უთანხმოებით და დამთავრებული კლუბების გუნდების და ცალკეული ადამიანებს შორის შეჯიბრით.

ახალი, უჩვეულო, გაურკვეველი ყოველთვის ძალით იკვალავს გზას. რატომ ხდება ასე? ნუთუ მხოლოდ აზროვნების ინერტულობაა? მთავარი მიზეზი არის იმაში, რომ ძველ ქანქარებს არ აწტობტ ახალბედის გამოჩენა, რომელიც თავისკენ გადაქაჩავს მიმდევრებს. მაგალითად შიდა წვის ძრავები, რომლებიც ასე ძლიერ აბინძურებენ ატმოსფეროს, უკვე დიდი ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა წარსულს. თუმცა ეს ნავთობის კორპორაციებს სიკვდილს უქადის, ხოლო ისინი ჯერჯერობით ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ არ მისცემენ ვიღაც გამომგონებლებს იმის უფლებას, რომ ასე იოლად ჩამოაშორონ სცენას. იქამდეც მიდის საქმე, რომ ეს მონსტრები ფაქტიურად ყიდულობენ ახალი ძრავების  პატენტებს და საიდუმლოდ ინახავენ და აცხადებენ მათ დაბალ ეფექტურობას.

თავისი სტრუქტურის რეალიზებით მატერიალურ დონეზე, ქანქარები აძლიერებენ თავის მდგომარეობას ფინანსური სახსრებით, დანადგარებით, მოწყობილობებით და რათქმაუნდა, ადამიანური რესურსებიტ. ადამიანური პირამიდების სათავეში დგებიან ქანქარის ფავორიტები.  ფავორიტები - ყველა რანგის ხელმძღვანელები, დაწყებული მცირე მმართველებით და დამთავრებული სახელმწიფო პრეზიდენტებით. არაა აუცილებელი მათ ჰქონდეთ განსაკუთრებული უნარები. როგორც წესი, ასეთები ხდებიან ის მიმდევრები, რომელთა პარამეტრებიც ყველაზე ოპტიმალურად ერგება ქანქარის სტრუქტურაშ. ფავორიტს შესაძლოა ეგონოს რომ მან განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია თავის ცხოვრებაში მხოლოდ პირადი ღირსებების დამსახურებით. გარკვეული დონით ეს ასეც არის, მაგრამ სამუშაოს დიდი ნაწილი თავისი ფავორიტების წინ წაწევაში ასრულებს ქანქარის თვითმაორგანიზებელი სტრუქტურა. თუ ფავორიტის პარამეტრები აღარ ემთხვევა სისტემის მოთხოვნებს, ის უმოწყალოდ განიდევნება.

ქანქარების ბოძოლა მისი მიმდევრებისთვის დესტრუქციულია იმით, რომ ამ უკანასკნელებს ჰგონიათ, თითქოს ისინი, მოქმედებენ თავისი ნებაით. მიმდევრების პირადი აზრი უმეტეს შემთხვევაში ქანქარის მიერაა თავს მოხვეული. როგორც კი ადამიანი აეწყო მის სიხშირეზე, მასსა და ქანქარას შორის ჩნდება ურთიერთქმედება ენერგეტიკულ დონეზე. მიმდევრის ფიქრის ენერგიის გამოსხივების სიხშირე ფიქსირდება და ძლიერდება ქანქარის ენერგიით. ჩნდება ერთგვარი მარყუჟი. მიმდევარი ასხივებს ქანქარის სიხშირეზე, ხოლო ის, თავის მხრივ, ასევე კვებავს მიმდევრის ენერგიას, რათა შეინარჩუნოს გავლენა.

მატერიალური რეალიზაციის დონეზე ასეთ ურთიერთქმედებას ცვენ ვხედავთ ჩვეული სურათის სახით. მაგალითად, პოლიტიკური პარტიის  ქანქარა აკეთებს აგიტაციას, იწვევს მიმდევარს და აძლევს მას გარკვეულ ენერგეტიკულ საკვებს სიმართლის, კმაყოფილების, ღირსებისა და საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძლების სახით. მიმდევარს ჰგონია, რომ მას აქვს კონტროლი სიტუაციაზე, - რომ მას აქვს არჩევანი. სინამდვილეში ის აირჩიეს და მაზე დამყარებულია კონტროლი. გარეგნულად ეს ჩანს როგორც მიმდევრის რწმენა იმაში, რომ ის თავისი ნების რეალიზებას ახდენს. თუმცა ეს ნება მასზე ხელოვნურადაა თავს მოხვეული ქანქარის მიერ. მიმდევარი მოხვედრილია მის საინფორმაციო ველში, ურთიერთობს თავის მსგავსებტან "ცხელ" თემებზე, შედის ენერგეტიკულ კავშირში და ამით თავისი სიხშირის ფოკუსირებას ახდენს. შემდეგ მიმდევარს მოლოდინები შესაძლოა გაუცრუვდეს, უჩნდება ყოფილი კუმირის საწინააღმდეგო ფიქრები, და გამოსხივების სიხშირე ვარდება მარყუჯიდან. მარყუჯის ძალა ვარირებს ქანქარის სიძლიერის დონის მიხედვით. ერთ შემტხვევაში მიმდევარს აძლევენ წასვლის უფლებას, ხოლო სხვა შემთხვევაში ასეთ ერეტიკოსს შესაძლოა წაერთვას თავისუფლება ან სიცოცხლე.

სიხშირის ზეგავლენის ილუსტრირება შეიძლება ასეთი მაგალითით. თქვენთვის ღიღინებთ რაიმე მელოდიას. მაგგრამ ამ დროს გაიგონეთ სხვა ხმამაღალი მუსიკა. ახლა, როდესაც გესმით სხვა მელოდია, თქვენთვის რთული იქნება იგივე მოტივის ღიღინი.

ტრანსერფინგის მიზნებისთვის, არაა სულ ერთი როგორი გზით ხდება ურთიერთქმედება ქანქარასა და მიმდევარს შორის ენერგეტიკულ დონეზე. ამ ურთიერთქმედების კვლევისას ჩვენ გამოვიყენებთ გამარტივებულ მოდელს იოლად აღსამელად. ეს სავსებით საკმარისი იქნება. დეტალურად და ზუსტად ახსნას, რა და როგორ ხდება სინამდვილეში, ვერავინ ვერ შესძლებს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა: რა იგულისხმება ამ ფრაზაში " რა ხდება სინამდვილეში"? და ასე შემდეგ შემეცნების პროცესის უსასრულობის შესაბამისად. ასე, რომ მოგვიწევს მცირედით დაკმაყოფილება. უნდა გვიხაროდეს  თუნდაც ის, რომ ჩვენ რაიმეს გაგება მაინც შეგვიძლია. ვნახოთ, როგორ მანიპულირებას ახდენენ ქანქარები თავის მიმდევრებზე.

воскресенье, 1 марта 2015 г.

ქანქარები

ადამიანთა ჯგუფები, რომელებიც ერთი მიმართულებით ფიქრობენ, ქმნიან ენერგოინფორმაციულ სტრუქტურებს - ქანქარებს. ეს სტრუქტურები იწყებენ დამოუკიდებლად განვითარებას და თავის კანონებს ამორჩილებენ ადამიანებს. ხალხი ვერ ხვდება, რომ თავისდაუნებურად მოქმედებენ ქანქარების ინტერესების მიხედვით. როგორ გამოვფხიზლდეთ ბუნდოვანი ილუზიიდან?
გააქირავეთ თქვენი თავი.
დესტრუქციული ქანქარები
ბავშვობიდან გვინერგავენ სხვის ნებაზე დაქვემდებარებულ ყოფას, ვალდებულებების შესრულებას, მსახურებას სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, პოლიტიკური პარტიისთვის, ფირმისთვის, სახელმწიფოსთვის, იდეისთვის... ვისთვისაც გინდა, ოღონდ საკუთარი თავისთვის - სულ ბოლოს. თითოეულს აქვს ამათუ იმ დონით ვალდებულების, პასუხისმგებლობის, აუცილებლობის, დანაშაულლის გრძნობა. ყველა ადამიანი ასე თუ ისე "მსახურებაშია" სხვადასხვა ჯგუფებში და ორგანიზაციებში: ოჯახი, კლუბი, სასწავლო დაწესებულება, საწარმო, პოლიტიკური პარტია, სახელმწიფო და ა.შ. ყველა ეს სტრუქტურა იბადება და ვითარდება, მაშინ როდესაც ცალკეული ადამიანების ჯგუფი იწყებს ერთი მიმართულებით ფიქრს და ქმედებას. შემდეგ შემოუერთდება ახალი ხალხი, და სტრუქტურა გაიზრდება, იკრებს ძალებს, აიძულებს თავის წევრებს მისდიონ დათქმულ წესებს და საბოლოო ჯამში შეუძლია დაიქვემდებაროს საზოგადოების დიდი მასები.
მატერიალური რეალიზაციის დონეზე, სტრუქტურა შესდგება ადამიანებისგან, რომლებსაც აერთიანებთ საერთო მიზნები და მატერიალური საგნები ისეთები, როგორიცაა შენობები, ავეჯი, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ. მაგრამ რა დგას ამ ყველაფრის უკან ენერგეტიკულ დონეზე? სტრუქტურა ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანთა ჯგუფის ფიქრები ერთ მხარესაა მიმართული, და შესაბამისად ფიქრების ენერგიის პარამეტრები იდენტურია. ცალკეული ადამიანების ფიქრების ენერგია ერთიანდება საერთო ნაკადში. ასეთ დროს ენერგიის ოკეანეში იქმნება განცალკევებული დამოუკიდებელი ენერგო ინფორმაციული სტრუქტურა - ენერგეტიკული ქანქარა. ეს სტრუქტურა საკუთარი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და თავის კანონებს ამორჩილებს ხალხს, რომლებიც მის შექმნაში არიან ჩართულნი.
რატომ ქანქარა? იმიტომ, რომ ის ქანაობს მით უფრო ძლიერად, რაც უფრო მეტი ადამიანი - მიმდევარი, - კვებავს მას საკუთარი ენერგიით. თითოეულ ქანქარას აქვს რხევს მისთვის დამახასიათებელი სიხშირე. მაგალითად საქანელა შეიძლება ვაქანაოთ მხოლოდ გარკვეული სიხშირის მქონე ძალის გამოყენებით. ამ სიხშირეს ჰქვია რეზონანსული. თუ მიმდევრების რაოდენობა მცირდება, მისი რხევა ნელდება. როდესაც მიმდევრები საერთოდ გამოილევა, ქანქარა ჩერდება და როგორც არსება კვდება. აი ჩამქრალი ქანქარების რამოდენიმე მაგალითი: ძველი წარმართული რელიგიები, შრომის ქვის ხელსაწყოები, იარაღების ძველი სახეობები, მოდის ძველი მიმდინარეობები, ვინილის პლასტმასი, სხვაგვარად რომ ვთქვათ ის ყველაფერი რაც არსებობდა ადრე და ახლა აღარ გამოიყენება.
თქვენ ალბათ გაკვირვებული ხართ, ნუთუ ეს ყველაფერი ქანქარებია? კი, ნებისმიერი სტრუქტურა თავისი ატრიბუტებით, შექმნილი ადამიანების ფიქრის ენერგიით, არის ქანქარა.
საერთოდ ნებისმიერი ცოცხალი არსებები, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის გამოსხივება ერთი მიმართულებით, ადრე თუ გვიან მაინც შექმნიან ენერგეტიკულ ქანქარას. აი ქანქარის მაგალითები ცოცხალ ბუნებაში: ბაქტერიების კოლონიები, ცოცხალი არსებების პოპულაციები, თევზის გუნდები, ცხოველების ჯოგები, ტყის მასივები, ჭიანჭველების ბუდეები - ცოცხალიი ორგანიზმების ნებისმიერი ასე თუ ისე მოწყობილი და ერთგვაროვანი სტრუქტურები.
თითოეული განცალკევებული ცოცხალი ორგანიზმი არის ელემენტარული ქანქარა, რადგანაც წარმოადგენს ენერგეტიკულ ერთეულს. როდესაც ასეთი ერთეული ქანქარების ჯგუფი უნისონში იწყებს რხევას, იქმნება ჯგუფური ქანქარა. ის დგას თავის მიმდევრებზე როგორც დაშენება, იწყებს არსებობას როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა და ქმნის წესებს თავისი მიმდევრებისთვის, იმისათვის რომ შეინარჩუნოს ისინი და მოიპოვოს ახლები. ასეთი სტრუქტურა დამოუკიდებელია იმ გაგებით, რომ ვითარდება დამოუკიდებლად, თავისი კანონების მიხედბით. მიმდევრები ვერ აცნობიერებენ, რომ მოქმედებენ ქანქარის კანონების მიხედვით, და არა საკუთარი სურვილისამებრ. მაგალითად ბიუროკრატიული აპარატი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა ცალკეული ჩინოვნიკების ნების მიუხედავად. რათქმაუნდა გავლენიან ჩინოვნიკს შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ვერ იქნება სისტემის კანონების საწინააღმდეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მიმდევარი იქნება გარიყული. ცალკეული ადამიანიც კი, რომელიც ასევე ქანქარას წარმოადგენს, ყოველთვის ვერ აცნობიერებს თავის მოტივაციებს. მაგალითად ენერგეტიკული ვამპირი.
თითოეული ქანქარა თავისი არსით არის დესტრუქციული, რადგანაც თავის მიმდევრებს ართმევს ენერგიას და მათზე ამყარებს თავის ძალაუფლებას. ქანქარის დესტრუქციულობა იმაში გამოიხატება, რომ მას არ აინტერესებს თითოეული მიმდევრის ბედი. ქანქარას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - მიიღოს ენერგია მიმდევრისაგან, ხოლო ეს მიმდევრისთვის სასარგებლო იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც მოხვდა სისტემის გავლენის ქვეშ, იძულებულია ააწყოს თავისი ცხოვრება მისი კანონების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას დაღეჭავს და გადმოაფურთხებს. დესტრუქციული ქანქარის გავლენის ქვეშ მოხვედრისას, შესაძლოა მთელი შენი ცხოვრების იოლად განადგურება. დანაკარგის გარეშე გამოსვლა, როგორც წესი, რთულია.
თუ ადამიანს გაუმართლა, ის პოულობს თავის ადგილს სისტემაში და თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. ის, როგორც მიმდევარი, ენერგიას აძლევს ქანქარას, ხოლო ეს, თავის მხრივ უქმნის საარსებო გარემოს. როგორც კი მიმდევარი იწყებს სტრუქტურის კანონების დარღვევას, მისი გამოსხივების სიხშირე უკვე აღარ ემთხვევა ქანქარის რეზონანსული სიხშირის რხევას. ენერგიის მიუღებლობის გამო, ის აგდებს ან ანადგურებს ურჩ მიმდევარს. ხოლო თუ ადამიანი ძალიან შორს წავიდა თავისთვის სასიკეთო ხაზიდან, მაშინ ცხოვრება მისთვის უცხო ქანქარის სტრუქტურაში გადაიქცევა კატორღად ან უბრალოდ მდორე არსებობად. ასეთი ქანქარა მიმდევრისთვის ხდება დესტრუქციული. 
ადამიანი, რომელიც მოხვედრილია მისი გავლენის ქვეშ, კარგავს თავისუფლებას. ის იძულებულია, თავს მოხვეული კანონებით იცხოვროს და იყოს დიდი მექანიზმის პატარა ჭანჭიკი - მოსწონს მას ეს თუ არა. 
ადამიანი შესაძლოა მოხვდეს ქანქარის მფარველობის ქვეშ და მიაღწიო განსაკუთრებულ შედეგებს. ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი და მათი მსგავსი - ყველა დესტრუქციული ქანქარის ფავორიტია. თუმცა ქანქარა არც ერთ შემთხვევაში არ ზრუნავს თავისი მიმდევრების კეთილდღეობაზე, ის მხოლოდ იყენებს მათ თავისი მიზნებისთვის.
როდესაც ნაპოლეონს ჰკითხეს, იყო თუ არა ის ოდესმე ბედნიერი, მან შესძლო მხოლოდ რამოდენიმე დღის გახსენება თავისი ცხოვრებიდან. ქანქარა მიმართავს მზაკვრულ მეთოდებს ახალი მიმდევრების მოსაზიდათ, რომლებიც მოჰქრიან მისკენ თითქოს პეპლები სინათლეზე. რამდენად ხშირად ხდება, როდესაც რეკლამით შეცდომაში შეყვანილი ადამიანები მიდიან შორს ბედნიერებისგან, რომელიც უკვე სულ ახლოს იყო.
«2 თავი

მიდიან ჯარში და იღუპებიან. აბარებენ სასწავლო დაწესებულებაში და ფუჭად კარგავენ დროს პროფესიის შესწავლაში, რომელიც მათი არაა. პოულობენ თავისთვის უცხო, მაგრამ თითქოს პრესტიჟულ სამსახურს და ეფლობიან პრობლემების ჭაობში. ცხოვრებას უკავშირებენ უცხო ადამიანს და შემდეგ იტანჯებიან.
ქანქარას მოღვაწეობა ძალიან ხშირად მიმდევრების ბედის დამანგრეველია, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს თავისი მოტივების დაფარვას კეთილშობილური ნიღბებით. ძირითადი საშიშროება იმ ადამიანისთვის, რომელიც დაჰყვა დესტრუქციული ქანქარის გავლენას, მდგომარეობს იმაში, რომ მას თავისი მსხვერპლი მიჰყავს გვერდძე ცხოვრების იმ ხაზებიდან, სადაც ადამიანი იპოვის თავის ბედნიერებას. მოდით გამოვარჩიოთ მისი დამახასიათებელი ნიშნები.
ქანქარა იკვებება თავისი მიმდევრების ენერგიით და ამის ხარჯზე ზრდის თავის რხევას.
ქანქარა ცდილობს მიიზიდოს თავისკენ რაც შეიძლება მეტი მომხრე, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ენერგია.
ქანქარა თავისი მიმდევრების ჯგუფს უპირისპირებს ყველა დანარჩენ ჯგუფებს. ( აი ჩვენ როგორები ვართ, ისინი კი სხვანაირები, ცუდები არიან.)
ქანქარა აგრესიულად ადანაშაულებს ყველას, ვინც არ მოინდომა მიმდევრობა, და ცდილობს ან გადაიყვანოს თავის მხარეზე, ან გაანეიტრალოს ან მოიშოროს. 
ქანქარა იყენებს კეთილსახოვან მომხიბვლელ ნიღბებს, ამოფარებული აქვს ამაღლებული მიზნები, თამაშობს ადამიანების გრძნობებზე, რომ გაამართლოს თავისი ქმედებები და მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი.
ქანქარა თვისი არსით, არის ეგრეგორი, თუმცა ამით ყველაფერი არაა ნათქვამი. "ეგრეგორის" ცნება ვერ ასახავს ადამიანის ურთიერთქმედების მთელ კომპლექსს ენერგოინფორმაციულ სტურქტურებთან. ქანქარა ადამიანის ცხოვრებაში თამაშობს განუზომლად უფრო დიდ როლს, ვიდრე შეიძლება იყოს მიჩნეული.
ის, თუ როგორ ახდენს ქანქარა თავისი მიმდევრების ენერგიის შთანთქმას, შეიძლება საილუსტრაციოთ მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი. წარმოიდგინეთ გავსებული საფეხბურთო მოედანი, მიდის დაძაბული მატჩი, ვნებათა ღელვა, გულშემატკივრები გმინავენ. აი ერთი მოთამაშე უშვებს დაუშვებელ შეცდომას, რომელსაც გუნდი მიჰყავს დამარცხებამდე. მოთამაშემ გულშემატკივრების უკმაყოფილების ქარბუქი გამოიწვია, ისინი მზად არიან გაანადგურონ ის. წარმოგიდგენიათ, ნეგატიური ენერგიის რამხელა მასა დაატყდა იმ უბედურის თავს? ასეთი დიდი ძალისგან ის წესით ადგილზე უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ეს არ ხდება, ის საღ-სალამათია, თუმცა დათრგუნული დანაშაულის გრძნობის გამო. სად წავიდა მოთამაშეზე მიმართული ნეგატიური ენერგია? ქანქარამ წაიღო. ეს რომ არსე არ ყოფილიყო, მაშინ ბრბოს სიძულვილის ობიექტი დაიღუპებოდა, ხოლო კუმირი ჰაერში აფრინდებოდა.
მე არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ქანქარა სულიერი არსება ან სულაც ენერგეტიკული ფორმა. ამას არც არანაირი ამნიშვნელობა არ აქვს ტრანსერფინგის ტექნიკისთვის. მთავარია - დროულად ამოვიცნოთ ქანქარა და მისი წესებით თამაშზე უარი ვთქვათ თუ ამაში ჩვენი სარგებელი არაა. დესტრუქციული ქანქარას ამოცნობა ძალიან მარტივია ერთი განმასხვავებელი ნიშნით. ის ყოველთვის ჭიდილშია თავის მსგავსებთან ხალხის თავისკენ მისაზიდად. ქანქარას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება მიტი მიმდევარი ჩაიგდოს ხელში, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ენერგია. რაც უფრო აგრესიულად მოქმედებს ქანქარა მიმდევრების მოსაპოვებელ ბრძოლაში, მით უფრო დესტრუქციულია, ანუ საშიშროებას წარმოადგენს ცალკეული ადამიანისთვის.
შესაძლოა ვიდაოთ, რომ არსებობენ საქველმოქმედო, ბუნების, ცხოველების დაცვის ორგანიზაციები და სხვა. რა არის მათში დესტრუქციული? პირადად თქვენთვის - ის, რომ ისისნი, მაინც იკვებებიან თქვენი ენერგიით და საერთოთ არ ადარდებთ სხვისი ბედნიერება და კეთილდღეობა. ისინი მოგიწოდებენ იყო გულისხმიერი სხვებისთვის, და გულგრილი საკუთარი თავის მიმართ. თუ თქვენ ეს გაწყობთ და მართლაც ბედნიერად გრძნობთ თავს, ასეთი საქმიანობით, ესეიგი, ამას შეიძლება დავარქვათ მოწოდება, და თქვენ მიაგენით თქვენს ქანქარას. მაგრამ აქ გულწრფელები უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან: კეტილმოსურნეს ნიღაბს ხომ არ ატარებთ? ნამდვილად გულწრფელად გასცემთ ენერგიას და ფულს სხვების კეთილდღეობისთვის, თუ თამაშობთ ქველმოქმედებას, რომ უკეთესად წარმოჩინდეთ?
დესტრუქციულმა ქანქარებმა დაავიწყეს ადამიანებს საკუთარი ბედის არჩევა. იმიტომ, რომ თუ ადამიანი თავისუფალი იქნება არჩევანში, დამოუკიდებლობას მიაღწევს. მაშინ ქანქარები გახდიან თავის მიმდევრად. ჩვენი ცნობიერება იმდენადაა მიჩვეული, რომ არსებობს ბედისწერა და ამას ვერსად წაუხვალ, რომ ნამდვილად ძალიან რთულია ირწმუნო შესაზლებლობა უბრალოდ აირჩიო ისეთი ბედი, რომელიც უფრო მეტად მოგწონს. ქანქარებისთვის მომგებიანია მიმდევრები კონტროლ ქვეშ ჰყავდეს, ამიტომ ისინი იგონებენ უამრავ ხერხს თავისი მსახურების მანიპულირებისთვის. შემდეგი მონათხრობიდან ნათელი გახდება, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას.
ტრანსერფინგსაც შეუძლია გახდეს ქანქარა, თუ მისგან კულტს შევქმნით, მოძრაობას ან სკოლას. სხვადასხვა ქანქარები, რათქმაუნდა დესტრუქციულები არიან სხვადასხვა დონით. ტრანსერფინგი ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი ნაკლებად დესტრუქციული იქნება, რადგანაც ემსახურება არა რომელიმე საერთო, უცხო მიზანს, არამედ თითოეული ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობას. აი თქვენ ისაშინაო დავალებაც: როგორი ქანქარები შეიძლება იყოს კონსტრუქციული?
რისთვის გიყვებით ამ ყველაფერს? იმისთვის, რომ აგიხსნათ, რას ნიშნავს საკუთარი ბედის არჩევა და როგორ მივაღწიოთ ამას. მოთმინება მოიკრიბეთ ძვირფასო მკითხველო, საქმე მარტივად არაა, მაგრამ სულ მალე ყველაფერი გაირკვევა