воскресенье, 22 февраля 2015 г.

გვერდი ფეისბუკზე https://www.facebook.com/groups/zelandge/?pnref=story

ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა - გაგრძელება 3



გაგრძელება მე 3
აზრობრივად რამდენიც არ უნდა ვიმოძრაოთ სამყაროში, უსასრულობა ისევ ისე გრძელდება და არ თავდება. არის კიდევ უფრო რთული თეორია იმის შესახებ, რომ ჩვენი სამყარო საბოლოო ჯამში გადაიქცევა სფეროდ ოთხგანზომილებიან სივრცეში. მაგრამ ეს საქმეს არ ამარტივებს, რადგანაც თეორიულად ასეთი განზომილებები არსებობს უსასრულოდ ბევრი. რადგანაც არ გვაქვს შესაძლებლობა ამ ყველაფრის წარმოდგენისაც კი, იძულებულები ვხდებით დავკმაყოფილდეთ ჩვენი ვიწრო თვალთახედვით და თავი მვიკატუნოთ თითქოს რამე გვესმის.
თანამედროვე მეცნიერებაში ძალიან ბევრი რამაა გაუგებარი, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მისი შედეგებით სარგებლობაში. ტრანსერფინგის პრინციპების გამოყენებით, თქვენ მიიღებთ გამაოგნებელ შედეგებს. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ თავს არ ავიტკიებთ შეკითხვებით, როგორ და რატომ მუშაობს ეს ყველაფერი. ასეთივე წარმატებით ბავშვმა შეიძლება ჰკითხოს ფიზიკოსს: "სხეულები რატომ იზიდავენ ერთმანეთს?" მეცნიერი უპასუხებს: "იმიტომ, რომ მუშაობს გრავიტაციის კანონი". ამას მოჰყვება შემდეგი კითხვა: " და რატომ მუშაობს გრავიტაციის კანონი? მაინც რატომ იზიდავენ სხეულები ერთმანეთს?" პასუხი არ არსებობს. ასე რომ მოდით მივატოვოთ ეს უშედეგო საუბრები - რაიმეს ასახსნელად, და უბრალოდ დავიწყოთ ვარიანტების მოდელის შედეგების გამოყენება. ჩვენ შეგვწევს უნარი ყველაფერი ვიცოდეთ და ყველაფრის გვესმოდეს.
ვარიანტების მოდელიდან საჭიროა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს. და მიუხედავად ამისა ტრანსერფინგში ბედის კონცეფცია განსხვავებული დანარჩენი საყოველთაოდ ნაცნობთაგან. მაინც რაშია განსხვავება? იმაში, რომ საკუთარი ბედნიერება უნდა აირჩიო და არა იბრძოლო მის მოსაპოვებლად. ნუ იჩქარებთ ვარიანტების მოდელი უმალვე უარყოთ ან მიიღოთ. უბრალოდ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ბევრს მიაღწიეთ თქვენი ბედნიერებისთვის სამყაროსთან ბრძოლაში? ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყბეტილება იგივე ტემპში გააგრძელოს, თუ ჯობია სხვა მეთოდის მოსინჯვაც. ხომ შესაძლოა ბრძოლაში მთელი ცხოვრების გატარება მოგიწიოს, და მაინც ვერაფერს მიაღწიო. არ ჯობია ისე მოიქცე, რომ სამყარომ თავად დაიწყოს შენსკენ სვლა? ის ხომ ისედაც მხოლოდ თქვენი არჩევანის რეალიზებითაა დაკავებული.
არჩეული შეკვეთა ყოველთვის რეალიზდება, თანაც ულაპარაკოდ. მაგრამ არჩევანი - ეს სურვილი არაა, ცოტა სხვა რამ, რისი გარდვევაც მოგიწევთ. სურვილები ასრულება ხდება მხოლოდ ზღაპრებში. ტყუილად არაა ჩამოყალიბებლული მოსაზრება, რომ სურვილების ასრულება ან ძალიან რთულია, ან შეუძლებელი. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით მაყურებლის გამოცანის ამოსახსნელად. მალე თქვენ გაიგებთ, რატომ არ სრულდება სურვილები და ვერ ახდება ოცნებები.
რეზიუმე
რეალობას გააჩნია ფორმების გამოვლენის უსასრულო მრავალფეროვნება. სამყაროს მრავალვარიანტულობა არის მისი პირველი ფუნდამენტური თვისება. ნებისმიერი მოდელი არის რეალობის გამოვლინების მხოლოდ ერთ ერთი განცალკევებული ასპექტი.
ცოდნის ნებისმიერი დარგი ეყრდნობა რეალობის გამოვლინების არჩეულ ასპექტს.
თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ, იმას მიიღებთ. ვარიანტების სივრცე - ეს არის ინფორმაციული ველი იმის, რაც იყო, არის და იქნება.
ინფორმაციული ველი შეიცავს ნებისმიერი მოვლენის პოტენცირ ვარიანტებს.
- ვარიანტი შედგება სცენარისა და დეკორაციებისგან.
სივრცე შეიძლება დავყოთ სექტორებად, რომელთა თითოეულ ნაწილში მისივე ვარიანტია.
რაც მეტია სექტორებს შორის მანძილი, მით მეტია განსხვავება ვარიანტებში.
სექტორები რომლებშიც დაახლოებით ერთმანეტის მაგვარი ვარიანტებით ეწყობა ერთ ცხოვრების ხაზზე. მატერიალური რეალიზაცია სივრცეში მოძრაობს როგორც სიმკვრივის ქულა. ფიქრის ენერგიის გამოსხივება იწვევს პოტენციურად შესაძლო ვარიანტის მატერიალიზაციას. თითოეულ ორგანიზმს თავისი წვლილი შეაქვს მატერიალური რეალიზაციის ფორმირებაში. როდესაც გამოსხივების პარამეტრები იცვლება, ხდება სხვა ხაზზე გადასვლა. თქვენ არ შეგწევთ უნარი შეცვალოთ სცენარი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა. არაა საჭირო ბედნიერებისთვის ბრძოლა - შესაძლოა უბრალოდ თქვენთვის სასურველი ვარიანტის არჩევა.

понедельник, 16 февраля 2015 г.

ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა - გაგრძელება 2



გაგრძელება მე 2
ვისთვისაც ნაცნობია ისლამის პრინციპები, მან იცის, რას ნიშნავს სიტყვები " ადამიანის ბედი წიგნში წერია". იგულისხმება, რომ ბედი წინასწარაა დაწერილი და მას ვერსად გაექცევი. ამგვარი აზრი სხვა რელიგიებშიც გვხვდება. მართლაც, ადამიანის ბედი უკვე გაწერილია. რელიგიების შეცდომა იმაშია, რომ ამ ბედის ვარიანტი მხოლოდ ერთი კი არა, უსასრულოდ მრავალია. ბედს ვერსად გაექცევი. ესეც გარკვეულ წილად სიმართლეა, იმიტომ რომ არ შეიძლება ვარიანტის სცენარის შეცვლა. სამყაროსთან ბრძოლა იმისათვის, რომ შეცვალო შენი ბედი, - ძალიან რთული და უსარგებლო საქმეა. არ ღირს სცენარის შეცვლის მცდელობა ჯობს უბრალოდ შენთვის სასურველი ვარიანტის არჩევა.
რათქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ უჩვეულოა და გასაგებია, რომ იწვევს ეჭვს. მაგრამ, მე არც მქონია იმაზე გათვლა, რომ თქვენ მზად იქნებოდით ვარიანტების მოდელის მისაღებად. არც მე მეჯერა სანამ თავად არ დავრწმუნდი იმაში, რომ ტრანსერფინგი მუშაობს, თანაც უტყუარად. აზრი არ აქვს უპირატესობა მივანიჭოთ ამა თუ იმ მოდელს მხოლოდ იმ მიზნით რომ მივაღწიოთ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. მნიშვნელობა აქვს არა თავად მოდელს, არამედ პრაქტიკულ შედეგს, რომლის მიღწევაშიც ის გვეხმარება. სხვადასხვა მათემატიკურ მოდელებს შეუძლიათ განსხვავებულად ახსნან ერთი და იგივე ფიზიკური მოვლენა. ხომ სასაცილო იქნებოდა, ანალიტიკური გეომეტრიის სპეციალისტებმა პროტესტი რომ გამოუცხადონ მათემატიკურ ანალიზს და ამტკიცონ, რომ გეომეტრია ერთადერთი სწორი მათემატიკური დისციპლინაა? მათემატიკოსებმა შეძლეს ერთმანეთთან მორიგება, ხოლო ფილოსოფოსებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა - ვერა.
სად მდებარეობს ეს ვარიანტების სივრცე? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის პოზიციიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ყველგან და იმავ დროს არსად. წარმოიდგინეთ უსასრულო სიბრტყე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, სადაც ცხოვრობენ ორგანზომილებიანი ადამიანები. მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ არსებობს მესამე განზომილება. მათ ჰგონიათ, რომ სიბრტყე - არის ერთადერთი სამყარო, და ისინი ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს კიდევ მის საზღვრებს გარეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საკმარისია დავუმატოთ მესამე განზომილება ამ მოდელს, და შესაძლებელი გახდება შევქმნათ ასეთი სიბრტყეების უსასრულო რაოდენობა. ამიტომ ნუ შეგაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვწევთ უნარი ნათლად წარმოვიდგინოთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი სამყაროს პარალელურად, არსებობდეს უსასრულოდ მრავალი სხვა პარალელური სამყარო.
რთულია ირწმუნო პარალელური სამყაროების არსებობა. მაგრამ მეორეს მხრივ, იოლია თქვენთვის ირწმუნოთ ფარდობითობის თეორია, რომლის მიხედვითაც სხეულის სიჩქარის ზრდასთან ერთად მისი მასა იზრდება, ზომები მცირდება, და დრო ნელდება? საკუთარი გამოცდილებით ამის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. მთავარი ის კი არაა გვესმის ეს თუ არა ჩვენ, არამედ ის, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეგვიძლია აქედან მივიღოთ.
უსასრულო სივრცეში ამა თუ იმ მოდელზე კამათი უბრალოდ უაზრობაა. წარმოიდგინეთ, უსასრულობა მანძილის გაზრდის მიმართულებით. იქ სადღაც შორს ზღვარი არ არსებობს. უსასრულობა მანძილის შემცირების მიმართულებით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, აქაც არ არსებობს ზღვარი. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ სამყაროს მხოლოდ შეზღუდულ - ხილული ნაწილს. როგორც ტელესკობი, ასევე მიკროსკოპიც შეზღუდულია. უსასრულობა მიკროსამყაროს მიმართულებით არაფრით არ გამოირჩევა მაკროსამყაროს უსასრულობისგან.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჩვენი სამყაროს ხილული ნაწილი შეიქმნა "დიდი აფეთქების" შედეგად. მას შემდეგ ის თითქოს უწყვეტად ფართოვდება. სხეულები მოძრაობენ კოსმოსში ძალიან დიდი სიჩქარით. მაგრამ, მეორეს მხრივ დიდ მანძილებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ გვეჩვენება , რომ სამყაროს გაფართოვება ხდება ძალიან ნელა და დიდ ხანს.
ასევე ცნობილია, რომ ვაკუუმში დროის ყოველ მომენტში სიცარიელიდან იბადებიან და უმალვე ჩინარდებიან ელემენტარული ნაწილაკები. ფარდობითობას და დროს თუ გავითვალიწინებთ არაფერი არ შეგვიშლის ხელს რომ თითოეული ასეთი ნაწილაკი განვიხილოთ როგორც სამყარო - ისეთივე, როგორიც ჩვენია. ჩვენთვის ხომ არ არის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების წყობა. ფიზიკოსებისთვის ისინი ვლინდება ხან ტალღების და ხან ნაწილაკების სახით. რაც უფრო შორს მივდივართ მიკროსამყაროში, შეფარდებითი მანძილები ხდება ისეთივე უშველებელი, და დრო შიდა დამკვირვებლისთვის ისევ ნელდება. გარე დამკვირვებლისთვის ჩვენის სამყარო არსებობს ერთი წამი, როგორც სიცარიელეში გაჩენილი და ჩამქრალი ნაწილაკი, ხოლო ჩვენთვის როგორც შიდა დამკვირვებლისთვის, სამყარო არსებობს მილიარდობით წელი.
ყავის სმის დროს დაფიქრდით: რამდენი სამყარო გადაყლაპეთ? უსასრულოთ ბევრი, იმიტომ, ღომ უსასრულობა არ იყოფა ნაწილებად. მიკროსამყაროს შიგნით "ფრენა" ისეთივე შორი და ხანგრძლივია როგორც გარე კოსმოსის უსასრულო სივრცეში. დრო, სივრცის მსგავსად უსასრულოა როგორც წინ, ასევე უკან. დროის მონაკვეთები შეიძლება იყოს როგორც უსაზღვროდ მცირე, ისევე დიდი. ნებისმიერი წერტილი დროის მონაკვეთში შეიძლება განვიხილოთ როგორც ათვლის წერტილი, რომლის ორივე მიმართულებითაც ვრცელდება დროის უსასრულობა. ათვლის წერტილის გადაადგილება დროის მონაკვეთხე არაფერს არ ცვლის არც წინ, არც უკან. ყველა ეს ერთმანეთში ჩაწყობილი უსასრულობა არსებობს ერთდროულად. სამყაროს ცენტრი ერთსა და იმავე მომენტში არსებობს ყოველ წერტილში იმიტომ, რომ ნებისმიერ წერტილს ნებისმიერი მხრიდან გარს აკრავს ისევ ის უსასრულობა და ყველა მოვლენა არსებობს ერთდროულად - იმავე მიზეზის გამო - რის მიხედვითაც სამყაროს ცენტრი ერთსა და იმავე დროს იმყოფება ნებისმიერ წერტილში. ამის წარმოდგენა ძნელია. მაგრამ უსასრულობის აღქმაც ხომ შეუძლებელია ერთი შეხედვით.

пятница, 13 февраля 2015 г.

ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა - გაგრძელება

ასე რომ, არსებობს ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს უამრავ პოტენციურად შესაძლო ვარიანტებს, თავისი სცენარებითა  და დეკორაციებით. მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა ხდება იმის შესაბამისად, რაც ჩადებულია ამ სტრუქტურაში. მატერიის მოძრაობის პროცესი ვარიანტების სივრცეში შეიძლება ცარმოვიდგინოთ შემდეგი წარმოსახვითი ექსპპერიმენტის საშუალებით.
წარმოიდგინეთ წყლით სავსე მილი. მილის გასწვრივ ნელა გადაადგილდება რკალი რომელიც წყალს ყინავს მხოლოდ იმ ადგილზე სადაც გაივლის. წყალი სწრაფად იყინება და ისევ ლღვება მხოლოდ რკალის შიდა მხარეს. გამოდის, რომ კრისტალი გადაადგილდება წყლის მილში. წყლის მოლეკულები რჩება თითქმის ერთსა და იმავე ადგილზე შედარებით თავისუფალ მდგომარეობაში. რგოლის გავლის მომენტში მოლეკულები ფიქსირდება გარკვეული სტრუქტურის მქონე გაყინულ კრისტალში, და შემდეგ წყალი ამ ადგილზე ისევ ლღვება, და მოლეკულები თავისუფლდება. თვითონ კრისტალი არ მოძრაობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ყინული წყალში არ ცურავს. წყალში გადაადგილდება არა ყინულის კრისტალი, არამედ სტურქტურა, ანუ გაყუნული მდგომარეობა.
ამ ანალოგიით წყალი მილშI- ვარიანტების სივრცეა, ხოლო ყინულის კრისტალი ვარიანტების მატერუალური რეალიზაცია. მოლეკულები - ადამიანებია, ხოლო მათი განლაგება კრისტალის სტურქტურაში რეალიზდება როგორც ხედის ერთ-ერთი ვარიანტი. არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი კითხვაზე, რისი ანალოგია გამაგრილებელი რგოლი. ანუ რა გზით და ღატომ იღებს საინფორმაციო სტრუქტურა მატერუალურ სახეს? მიკრო სამყაროში მატერიამ შესაძლოა თავი გამოავლინოს როგორც ენერგიის მასამ. ცნობილია, რომ ვაკუუმში ხდება მიკრო ნაცილაკების გაჩენისა და გაქრობის უწყვეტი პროცესი. მატერია თან არსებობს და თან მას არ გააჩნია მატერიალური სუბსტანცია. მხოლოდ ერთი რამაა ნათელი: რომ, იმას რასაც შეგვიძლია ხელით შევეხოთ საფუძვლად უდევს ხელშეუხებელი ენერგეტიკული სუბსტანცია.
იმედია ფიზიკით ძალიან არ მოგაბეზრეთ თავი. ჯერ ჩვენ ვიმყოფებით ტრანსერფინგის მხოლოდ საწყის წერტილში. მაგრამ ის რასაც ამ წიგნიდან შეიტყობთ, გარკვეულ წილად შოკის მომგვრელი იქნება თქვენთვის.  ამიტომ მიწევს თეორიული მაგალითების მუდმივი ძიება, რომ გონებას საყრდენი არ გამოეცალოს. ასე რომ გთხოვთ ცოტა მოთმინება მოიკრიბოთ.
ზღვის ტალღა კიდევ ერთი ანალოგია იქნება, ვარიანტების სივრცეში რეალიზაციის საილუსტრაციოდ. დავუშვათ, მიწისძვრის შედეგად ზღვაში წარმოიწმნა ტალღა. და ზღვის ზედაპირზე გადაადგილდება გორაკის სახით, მაგრამ წყალი ამ დროს ადგილზე რჩება. მოძრაობს არა წყლის მასა, არამედ ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია. წყალი მხოლოდ ნაპირთან გადმოიღვრება ხმელეთზე. ასევე მოქმედებს ყველა სხვა სახის ტალღა. მოცემულ ანალოგიაშI ზღვა - ვარიანტების სივრცეა, ხოლო წყალი - მატერიალური რეალიზაცია.
გამოდის, რომ ერთის მხრივ მატერიალური რეალიზაცია მოძრაობს სივრცესა და დროში, ხოლო მეორეს მხრივ - ვარიანტები სამუდამოდ რჩებიან ერთ ადგილზე? და რატომაც არა? დრო ხომ სინამდვილეში ისეთივე სტატიკურია როგორც სივრცე. დროის სვლა იგრძნობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფირი ტრიალებს და კადრი ერთი მეორეს ცვლის. გაშალეთ კინო ფირი და შეხედეთ კადრებს. სად გაქრა დრო? ყველა კადრი ერთ დროშია გაშეშებული. დრო სტატიკურია მანამ, სანამ ჩვენ არ ვუყურებთ კადრების მონაცვლეობას. ცხოვრებაშიც სწორედ ასე ხდება და ამიტომ ჩვენს ცნობიერებაში მყარად ზის აზრი ტომ ყველაფერი მოდის და შემდეგ ქრება.
სინამდვილეში ყველაფერი რაც საინფორმაციო ველშია ჩაწერილი იქ მუდამ იყო, და მუდამ დარჩება. ცხოვრებაც კინოფირს გავს. ის რამაც ჩაიარა, არ გაქრა, დარჩა. ის რაც მოხდება, უკვე არის.
ცხოვრების მიმდინარე მონაკვეთი - აირს ვარიანტების სივრცის მატერიალური რეალიზაცია ცხოვრების დინების მოცემულ მონაკვეთზე.
ბევრმა შესაძლოა გამოთქვას თავისი უკმაყოფილება შეკითხვებით: " როგორაა შესაძლებელი, რომ ჩემი ბედის უსასრულოდ ბევრი ვარიანტი არსებობს სტაციონალურად? ვის და რაში სჩირდება? ღმერთს? ბუნების კანონებს? რატომ?" მაშინ შეეცადეთ წარმოიდგინოთ წერტილი კოორდინატა სიბრტყეზე. ჯერ კიდევ სკოლაში შემოგვთავაზეს ასეთი  მოდელი: სიბრტყეზე წერტილს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი იქს და იგრეკ კოორდინატები. ყურადთება მიაქციეთ, ნებისმიერი, მითუმეტეს მინუსიდან პლიუს უსასრულობამდე. მაშინ რატომ არავის არ ებადება შეკითხვა : რატომ შეიძლება, რომ წერტილს ჰქონდეს ნებისმიერი კოორდინატები?  ახლა წარმოიდგინეთ წერტილი, რომელიც ფუნქციის ხაზებზე მოძრაობს და გაოცებულია: " ეს როგორ შეიძლება, რომ ჩემი განვლილი გზე მუდამ არსებობდა და მუდამ იარსებებს? და როგორ შეიძლება რომ გზა რომლის გავლაც მე მომიცევს, უკვე წინასწარაა განსაზღვრული?" მაგრამ თქვენ ხომ წერტილის მოძრაობას უყურებთ ზემოდან, ამიტომ თქვენთვის აქ არაფერია საკვირველი.
ვარიანტების სივრცე შაბლონის როლს ასრულებს, ის განსაზღვრავს თუ როგორ უნდა გაამჟღავნოს თავი მატერიალურმა რეალიზებამ. წარმოიდგინეთ ბნელი ტყე და ადამიანი ფანრით ხელში. ადამიანი მიდის ტყეში და თავის გარშემო პატარა მონეკვეთს ანათებს. რეალიზაცია ვლინდება როგორც სინათლის ლაქა. ბნელი ტყე მთლიანად ვარიანტების სივრცეა, ხოლო განათებული მონაკვეთი ვარიანტის რეალიზაცია აღნიშნულ მონაკვეთზე. მაშინ რა არის "ფანარი"? სხვაგვარად რომ ვთქვათ რა ანათებს ანუ ამატერიალიზებს შაბლონი ვარიანტს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოგვიწევს კიდევ ერთი ათვლის წერტილის არჩევა. ჩვენს დროში უკვე ეჭვს გარეშეა ფაქტი, რომ ფიქრები მატერიალულია. რეალობა ჩვენს წინაში წარსდგება ორი ფორმით: ერთის მხრივ მოვლენა განსაზღვრავს ცნობიერებას და მეორეს მხრივ - არსებობს იმის უეჭველი დასტური რომ ეს პირიქითაა. ფიქრები არა მხოლოდ მოტივაციაა ადამიანის ქმედების, არამედ ასევე გავლენას ახდენენ მატერიალურ რეალობაზე. მაგალითად, ჩვენი ცუდი მოლოდინები როგორც წესი სრულდება. რათქმა უნდა საკამათოა და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეს ფიქრების მატერიალიზაცია კი არა არამედ მოახლოებული ცვლილებების წინათგრძნობაა. მართლაც პარანორმალურ მოვლენებში რამაა არაერთგვაროვანი და გაურკვეველი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალობის ამდაგვარ გამოვლინებას იგნორირება უნდა გავუწიოთ. არსებობს უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ფიქრების გავლენის არსებობას არსებულ რეალობაზე.
ასეა თუ ისე, ადამიანის ცნობიერება აყალიბებს მის ბედს. მოცემულ წიგნში საუბარი მიდის სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ათვლის წერტილად ჩვენ ავიღებთ შემდეგ აზრს: ფიქრის ენერგია ახდენს პოტენციური ვარიანტის მატერიალიზაციას. ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების უფლება იმიტომ, რომ რეალობა თავს ამ ფორმითაც ამჟგავნებს, როდესაც ფიქრი განსაზღვრავს რეალობას.  ამის დასტურია არა მხოლოდ ყოფითი ცხოვრებისეული ფაქტები, არამედ კვანტური ფიზიკის ცდებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა მექანიზმი როგორ ურთიერთ ქმედებაშია ფიქრის ენერგია და ვარიანტების სივრცე. ჯერ კიდევ გაურკვეველია ტუ რა ნაირად ხდება ინფორმაციის გადაცემის პროცესი, მისი საფუძველი ენერგეტიკულია თუ სხვაგვარი. სიმარტივისთვის უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ფიქრის ენერგიის გამოსხივება "ანათებს"   ვარიანტების სივრცის გარკვეულ სექტორზე რის შედეგადაც ეს ვარიანტი მღებს თავის მატერიალურ გამოვლინებას. გამოსხივებას, ისევე როგორც სექტორს გააჩნია გარკვეული პარამეტრები. ფიქრის გამოსხივება პოულობს თავის სექტორს, და ასეთი სახით გამოდის რომ ცნობიერება განსაზღვრავს რეალობას.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეალობის გამოვლინების მხოლოდ ერთ ერთი ფორმაა. შეუძლებელია მხოლოდ უბრალოდ ჯდომითა და წარმოსახვით მოახდინო შენი რეალობის ფორმირება. თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებსაც შესწევთ უნარი პირდაპირი გაგებით ნივთების მატერიალიზება მოახდინონ ჰაერიდან. მაგრამ ასეთები ერთეულებია, და ისინი თავისი შესაძლებლობების აფიშირებას არ ახდენენ. ასე რომ, ფიქრები ისეთივე ძლიერ გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე, როგორც მისი კონკრეტული ქმედებები. ადამიანები შეეჩვივნენ იმას, რომ მათი ქმედება იწვევს ხილულ და მარტივად ახსნად შედეგებს. ფიქრების გავლენა მჟგავნდება შეუმჩნევლად და ამიტომ შეუძლებელი ხდება მათი ახსნა და წინასწარ გათვლა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ფიქრებსა და მათ მომდევნო მოვლენებს შორის კავშირის ნადადგენა  საკმაოდ ძნელია. მაგრამ მალე თქვენ მოგიწევთ იმაში დარწმუნება, რომ ადამიანის ფიქრები რეალობის ფორმირებას ახდენს სრულიად პირდაპირი გზით. ადამიანი იღებს იმას რასაც ირჩევს.
ვიღაცამ შესაძლოა იდავოს: გამოდის, რომ ეს მთები, ზთვები, პლანეტები და გალაქტიკები - ყველაფერი ჩემი ფიქრების გამოსხივების შედეგია?" ადამიანს ხანდახან სჩვევია თავისი თავი სამყაროს ცენტრად ჩათვალოს. სინამდვილეში,  მას უჭირავს ძალიან პატარა ნიშა ამ უსასრულო სივრცეში. ჩვენს სამყაროში ცხოვრობს უამრავი ცოცხალი ორგანიზმი, და ყველას თავისი წვლილი შეაქვს რეალობის პორმირებაში. ყველა არსებას აქვს ფიქრის გამოსხივების თავისი  პარამეტრები. თუ თქვენ გეუხერხულებათ მცენარის ფიქრის გამოსხივების აღქმა, უწოდეთ მას ის რაც თქვენ გინდათ, ამით არსი არ შეიცვლება. იმის მტკიცებაც კი არ შეიძლება, რომ უსულო საგნებს ცოცხალი არსებების გამოსხივების მსგავსიც კი არაფერი გააჩნიათ. აღარ ვსაუბრობ საერთო გონზე რომელიც ყველაფერს მოიცავს და რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ. ყველა არსებას აქვს თავისი ცნობიერება და ქმნის თავის წილ სამყაროს შრეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი ამ სამყაროში შეიცავს ღმერთის ნაწილს, და ასეთი სახით ის მართავს მთელ სამყაროს.
თითოეული ადამიანი გადაადგილდება თავისი ცხოვრების ხაზზე და ამავე დროს ყველა ადამიანი ცხოვრობს ერთსა და იმავე სამყაროში. მატერიალური სამყარო ერთია ყველასთვის, მაგრამ კონკრეტული რეალიზაცია ყოველი ადამიანისთვის მისი საკუთარი. დაუშვათ, თქვენ ტურისტი ხართ მშვენიერ ქალაქში, ტკბებით ღირსშესანიშნაობებით, აღფრთოვანებული ხარტ არქიტექტურის სილამაზიტ, ათვალიერებთ ყვავილებს, შადრევნებს, ხეივნებს, ხედავთ წარმატებული მოქალაქეების მომღიმარ სახეებს. იმ ადგილზე, ნაგვის ურნასთან, სადაც გაიარეთ, შეჩერდა უსახლკარო. ისიც თქვენსავით იმავე სამყაროშია და არა სხვა განზომილებაში. მაგრამ ის მაინც ვერ ხედავს იმას რასაც თქვენ. ის ხედავს ცარიელ ბოთლს ურნაში, ჭუჭყიან კედელს, თავის კონკურენტს, რომელმაც ვერ მიასწრო ბოთლთან და ახლა ფიქრობს ხომ არ წაართვას, პოლიციელს რომელიც ეჭვისთვალით უყურებს. თქვენ ცხოვრობთ ცხოვრების განსხვავებულ ხაზებზე. თქვენი ცხოვრების ხაზები გადაიკვეთა ვარიანტების სივრცის წერტილში, ამიტომ ეს სამყარო როგორც მატერიალური რეალიზაცია, ორივე თქვენთაგანისთვის საერთოა.
ნებისმიერ მატერიალურ გამოვლინებას აქვს ენერგეტიკული საფუძველი. ენერგიის ველი პირველადია, ხოლო ნებისმიერი ფიზიკური გამოვლინება მეორადი. მეცნიერები ცდილობენ ენერგიის სხვადასხვაგვარი გამოვლინებას მისცენ ერთიანი თეორიული ახსნა, და მალე მათ გაუჩნდებათ შედეგები. თუმცა შემდეგ მათ ხელახლა მოუწევთ რაიმეს შეთავსება, რადგანაც რეალობის შესაძლო გამოვლინების რაოდენობა უსასრულოდ ბევრია. არ დავწვრილმანდეთ და ენერგიის განხილვა დავიწყოთ როგორც გარკვეული აბსტრაქტული ძალის, რომელიც არის უხილავი და ამავ დროს ობიექტურად არსებული. ჩვენი მიზვებისთვის საკმარისი იქნება ის ფაქტი, რომ ადამიანის ფიქრის ენერგია სავსებით მატერიალურია. ფიქრის ენერგია თავში ჩაკეტილად არ ბრუნავს, ის ვრცელდება სივრცეში და ურთიერთქმედებაშია გარე ენერგეტიკულ ველთან. ამ ფაქტზე დღეს აღარავინ კამათობს.
სიმარტივისთვის, ფიქრის გამოსხივების პარამეტრად შესაძლოა ავიღოთ მისი სიხშირე,  რადიოტალღის მსგავსად. როდესაც თქვენ რამეზე ფიქრობთ, თქვენი ფიქრების სიხშირის ენერგია მიმართულია ვარიანტების სივრცის რომელიმე წერტილზე. როდესაც ენერგია მოხვდება ვარიანტების სივრცის რომელიმე სექტორზე, ხდება აღნიშნული ვარიანტის მატერიალური რეალიზაცია. ენერგიას გააჩნია რთული სტრუქტურა და გამსჭვალულია ყველაფერში რაც ამ სამყაროში არსებობს. ადამიანის სხეულში გავლის შემდეგ, ენერგიის მოდულირება ხდება ფიქრებით და გამოსვლისას იღებს ამ ფიქრების შესაბამის პარამეტრებს. იგივე პრინციპით მუშაობს რადიო გადამცემიც. ენერგიის პარამეტრები აიღებს ფიქრების მახასიათებლებს. ასეთი სახით, გამოსვლისას მივიღებთ ფიქრის გამოსხივებას, ტომელიც გარდასახავს ვარიანტების სივრცეს მატერიალურ რეალიზაციაში. როდესაც თქვენ ფიქრობთ ცუდზე ან კარგზე, თქვენ ასხივებთ ფიქრის ენერგიას ვარიანტების სივრცეში. მოდულირებული ენერგია დაედება გარკვეულ სექტორს, და ამას თქვენს ცხოვრებაში შეაქვს გარკვეული ცვლილებები.
ცხოვრებისეული პირობები ფორმირდება არა მხოლოდ გარკვეული ქმედებით,  არამედ ასევე ადამიანი ფიქრის ხასიათითაც. თუ თქვენ განწყობილი ხართ მტრულად სამყაროს მიმართ, ის იგივეთი გიპასუხებთ. თუ თქვენ მუდმივად გამოხატავთ თქვენს უკმაყოფილებას, საამისო მიზეზები კიდებ უფრო ბევრი იქნება. თუ თქვენს დამოკიდებულებაში სინამდვილესთან უპირატესია ნეგატივიზმი, მაშინ სამყარო შემოგიბრუნდებათ თავისი სიცუდით. და პირიქით, პოზიტიური დამოკიდებულება პირდაპირ შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. ადამიანი იღებს იმას, რასაც ირჩევს. ასეთია რეალობა, მოგწონთ ეს თუ არა. სანამ თქვენი ფიქრები ასე თუ ისე ერთგვაროვნადაა მიმართული, თქვენ იმყოფებით ცხოვრების ერთსა და იმავე ხაზზე. როგორც კი იცვლება დამოკიდებულება რეალობის მიმართ ამა თუ იმ მხარეს, ფიქრის პარამეტრები მიიღებს ახალ მახასიათებლებს, და თქვენი სამყაროს შრის მატერიალური რეალიზაცია გადადის სხვა ხაზზე. იქ მოვლენები უკვე ვითარდება უკვე სხვა სცენარით, თქვენი გამოსხივების პარამეტრების შესაბამისად. თუ სცენარი რაიმე მიზეზების გამო აღმოჩნდება არასასურველი, თქვენ დაიწყებთ ბრძოლას, ეცდებით სიტუაციის შეცვლას. წინააღმდეგობების გაჩენისას ყველა ნეგატიურად რეაგირებს, გამოხატავს უკმაყოფილებას ან უიმედობაში ვარდება.თქვენი ფიქრის გამოსხივება ახდენს ახალ ხაზზე გადაწყობას, სადაც წინააღმდეგობები კიდევ უფრო ბევრია. შედეგად გამოდის, რომ ცხოვრება სადღაც დაღმართში  მიექანება.
აღნიშნული პროცესი უმართავი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში თქვენ თქვენი ფიქრებით მიმართავთ თქვენს რეალიზაციას პრობლებური ვარიანტების სივრცეში. თქვენ თვლით რომ თქვენი ძალისხმევით გადალახავთ წინააღმდეგობებს. ხოლო საქმეზე გამოდის, რომ იღებთ იმას რაც თავად აირჩიეთ. ირჩევთ ბრძოლას წინააღმდეგობებით - და იღებთ მათ სიჭარბით. გართული ხართ პრობლემებზე ფიქრით - და ისინი მუდმივად არსებობენ თქვენს ცხოვრებაში. 
თქვენი ქმედება მიმართულია არსებული ცხოვრების ხაზზე სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სცენარი ვარიანტების სივრცეში. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აირჩიოთ სხვა სცენარი. როდესაც ცდილობთ შეცვალოთ არასასურველი მომენტები სცენარში, თქვენ ფიქრობთ სწორედ იმაზე, რაც არ მოგწონთ. ამით თქვენი არჩევანის წარმატებულად რეალიზება ხდება, და თქვენ იღებთ იმას, რაც არ გინდათ.
აღნიშნულ ცხოვრების ხაზზე შეუზლებელია რაიმეს შეცვლა. ისევე როდესაც მხატვრულ გალერეაში ყოფნისას, თქვენ ვერ შეძლებთ მოხსნათ ან გადააკეთოთ ექსპოზიცია, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. თქვენ აქ არ ხართ მეპატრონე.  მაგრამ არავინ არ კრძალავს გაბრუნდე და გახვიდე სხვა დარბაზში, რომ შეხედო იმას, რაც უფრო მეტად მოგწონს. რათქმაუნდა ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლა, სადაც ყველას უკმაყოფილდება თავისი მოთხოვნა, არ ხდება მარტივად სურვილისამებრ. ყველა ფიქრის რეალიზება არ ხდება და არც ყველა სურვილი სრულდება. და საქმე აქ ფიქრების შემცველობაზე კი არა, არამედ მათ ხარისხზეა. უბრალოდ ოცნება ან სურვილი - ეს ჯერ არჩევანი არაა. ოცნებები არ სრულდება. აუცილებელია შევასრულოთ გარკვეული პირობები, რომლის შესახებაც თქვენ შეიტყობთ ამ წიგნის წაკითხვისას.
ვარიანტების სივრცეში არსებობს ბედის ხაზების უსასრულო სიმრავლე თითოეული ადამიანისთვის. ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ნაწყებები ვიყოთ ჩვენს ბედზე, იმიტომ, რომ ჩვენ მოგვეცა არჩევანის უფლება. ჩვენი პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არ ვიცით ამის კეთება. სამყარო თავს ამჯღავნებს მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ის თითქოს იმისთვისაა შექმნილი,  რომ დააკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნილება. თითოეულს შეუძლია იპოვოს აქ ყველაფერი რასაც მოისურვებს. ცოდნის განსხვავებულ მიმართულებებშიჩ კი ის გვაჩვენებს თავის იმ მხარეს რომლიც დანახვაც გვინდა. მაგალითად, იდეალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო - ილუზიაა, და ისიც ეთანხმება მას. მატერიალიზმი აპტკიცებს საწინააღმდეგოს, და სამყარო არც ამაზეა წინააღმდეგი. ადამიანები კამათობენ, ერთმანეთს თავს ახვევენ თავის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, ხოლო სამყარო  თითოეულის სიმართლეს ადასტურებს. ეს ხომ არაჩვეულებრივია?! ვარიანტების სივრცე - ეს ერთგვარი ილუზიაა, ხოლო მატერიალური რეალიზაცია - ეს ისაა რასაც მატერიალურ სამყაროს ვეძახით. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ იმას, რასაც მოველით.

воскресенье, 1 февраля 2015 г.




ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა.



ბედის ინტერპრეტირების სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ბედი - წინასწარ დაწერილია და რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერსად გაექცევი. ერთის მხრივ, ბედის ასეთი კოცეფცია თავისი გამოუვალობით დამთრგუნველია. გამოდის, რომ თუ ადამიანს შეხვდა არც თუ ისე კარგი ხარისხის იღბალი, სიტუაციის გამოსწორების არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მეორეს მხრივ, ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც ასეთი მდგომარეობა აწყობს - ასე ხომ უფრო კომფორტულია როდესაც მომავალი მეტნაკლებად გარკვეულია და არ გვაშინებს თავისი მოულოდნელობებით.

და მაინც,  ბედის ასეთი ფატალური გარდაუვალობა არ შეიძლება რომ არ იწვევდეს დაუკმაყოფილებლობასა და შინაგან პროტესტს. იღბალს მოკლებული ადამიანი ფიქრობს: რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? ერთს ყველაფერი აქვს ჭარბად, მეორეს კი გამუდმებით რაღაც აკლია. ერთს ყველაფერი ადვილად გამოსდის, მეორე კი შრომობს დაუღალავად, მაგრამ უშედეგოდ. ერთს ბუნებამ აჩუქა სილამაზე, ჭკუა და ძალღონე, მეორე კი, გაურკვეველი ცოდვების გამო მთელი ცხოვრება მეორეხარისხოვანის დამღას ატარებს.

საიდან ასეთი უსამართლობა? რატომ არის ასე, რომ ცხოვრება, რომელიც უსაზღვროა თავისი მრავალფეროვნებით, რაღაც შეზღუდვებს უწესებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს? რა დააშავეს იმ ნაკლებად ღირსეულებმა?

გარიყული ადამიანი გრძნობს წყენას, და ცდილობს რაიმე სახის ახსნა მოუძებნოს თავის ასეთ მდგომარეობას. და ამ დროს ჩნდება მრავალნაირი სწავლება, კარმის შესახებ წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო. თითქოს ღმერთი მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ თავის ურჩ შვილებს ჭკუას ასწავლის, მაგრამ მიუხედავად თავისი ყოვლისშემძლეობისა ვერ გამოსდის აღმზრდელობითი პროცესი. იმის მაგივრად რომ დასაჯოს ცოდვების გამო ამ ცხოვრებაში, შემდეგისთვის გადასდებს, თუმცა რა აზრი აქვს დასაჯო ადამიანი იმისთვის, რაც არ ახსოვს.


არსებობს უთანასწორების მეორე ვერსიაც, რომ ტანჯულები და გაჭირვებულები ამ ცხოვრებაში, უხვად მიიღებენ სიკეთეს, მაგრამ მოგვიანებით - ზეცაში, ან რომელიმე მომდევნო ცხოვრებაში. როგორც არ უნდა იყოს, მსგავსი განმარტებები მთლიანად ვერ აკმაყოფილებს ადამიანს. არსებობს თუ არა წარსული ან მომავალი ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ადამიანს ახსოვს და აღიქვამს მხოლოდ ამ ცხოვრებას, რომელიც მას ერთი აქვს.
თუ ბედისწერას დავიჯერებთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი მორჩილებაა. და ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ახალი განმარტება, “ გინდა იყო ბედნიერი, იყავი”. იყავი ოპტიმისტი და დასჯერდი იმას რაც გაქვს. ადამიანს მიახვედრებენ თითქოს ის უბედური იყოს იმიტომ, გამუდმებით უკმაყოფილოა და ძალიან ბევრს ითხოვს. ნუთუ მას არ აქვს უფლება უფრო მეტი უნდოდეს? რატომ უნდა აიძულებდეს თავს იყოს ბედნიერი? ეს ხომ იგივეა, რომ თავს აიძულო გიყვარდეს.
არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიყვარულისკენ - მიმტევებლობისკენ მოგვიწოდებენ. ადამიანს მართლაც შეუძლია იცხოვროს ამ ილუზიაში, პირდაპირ რომ აღარ შეეჯახოს მწარე რეალობას, და შვებასაც იგრძნობს. თუმცა სულის სიღრმეში მაინც ვერ ხვდება რატომ უნდა მიუტევოს მათ, ვისაც ვერ იტანს და უყარდეს ისინი ვის მიმართაც გულგრილია. ან რის მომტანია ეს ყველაფერი? რაღაცნაირი არაბუნებრივი და ნაძალადევი ბედნიერება გამოდის. თითქოს სიხარული თვითონ კი  არ უნდა მოდიოდეს, ძალით უნდა გამოწურო შენი თავიდან.


რათქმაუნდა მოიძებნებიან ისეთებიც, რომელთაც არ სჯერავთ რომ ცხოვრება ისეთი მოსაწყენი და პრიმიტიულია როგორც გარდაუვალი ბედისწერა. ისინი არ სჯერდებიან იმას რაც გააჩნიათ და ამჯობინებენ ახალი მიღწევების უხაროდეთ და არა არსებული მოცემულობის. ასეთი ადამიანებისთვის არსებობს სხვა ბედისწერის კოცეფცია: “ადამიანი თვითონ არის თავისი ბედის მჭედელი” და ბედნიერებისთვის როგორც წესი ბრძოლაა საჭირო. აბა როგორ? ”გამოცდილები” იტყვეან, რომ მარტივად ვერაფერს მიაღწევ. თითქოს ვერც შეედავები: თუ არ გსურს ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის, მაშინ მოგიწევს ბრძოლა.


ჭკუის დამრიგებლური ისტორიებიდან ჩანს, რომ ვიღაც გმირმა რომელიც მამაცურად იბრძოდა და დღედაღამე თავგანწირვით მუშაობდა, მას შემდეგ რაც უამრავი წინააღმდეგობა გადალახა, შესძლო და მოიპოვა სასურველი ბედნიერება. მაგრამ აქაც რაღაც არ ემთხვევა. მილიონობით ადამიანი ბრძოლობს თუმცა ერთეულები თუ აღწევენ ნამდვილ წარმატებას. რა ჭირს ამ უმოწყალო და მოურიგებელ ცხოვრებას?
რა მძიმე აუცილებლობაა - ცხოვრებას ებრძოლო და შენსას მიაღწიო. და თუ ცხოვრება ვერ დაიყოლიე, ესეიგი საკუთარ თავთან მოგიწევს ბრძოლა. თუ ღარიბი ხარ, ავადმყოფი, ულამაზო და უბედური - გამოდის შენი ბრალია. შენ თვითონ ხარ არასრულყოფილი და იძულებული ხდები შეიცვალო. ადამიანი დგება ფაქტის წინაშე, რომ თავიდანვე ცოდვებისა და ნაკლოვანებენის გროვაა და მათ გამოსასწორებლად დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. სევდიანი სურათია, არა? გამოდის, თუ ადამიან თავიდანვე არ გაუმართლა, და არ დაიბადა მდიდარი და ბედნიერი, ან მორჩილად მოუწევს თავისი ჯვრის ტარება, ან მთელი ცხოვრება ბრძოლას უნდა შეალიოს. რაღაც ვერ გამოდის გასახარი პერსპექტივა. ნუთუ ამ ყველაფრიდან არ არსებობს გამოსავალი?


მაგრამ გამოსავალი არსებობს. იმდენად მარტივი, რამდენადაც სასიამოვნო, ყველა ზემოთჩამოთვლილისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ის სულ სხვა შრეში დევს.  ტრანსერფინგში  ბედის კონცეფცია ბაზირდება პრინციპულად განსხვავებული სამყაროს მოდელში.
ნუ იჩქარებთ იმედგაცრუებით ხელების ქნევას და ძახილს, რომ ისევ ცდილობენ რაღაც რიგითი ქიმერის შემოტყუებას. დამეთანხმეთ, რომ ბედის ყველა ცნობილი კონცეფცია დაფუძნებულია განსაზღვრულ მსოფლმხედველობაზე, რომელიც, თავის მხრივ ბაზირდება ზოგიერთ დაუმტკიცებელ ათვლის წერტილებზე.


მაგალითად მატერიალიზმი ასკვნის, რომ მატერია პირველადია, ხოლო ცნობიერება მეორადი. იდიალიზმი ამტკიცებს საწინააღმდეგოს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე დასკვნა არ არის დამტკიცებული, მიუხედავად ამისა, ამ იდეების საფუძველზეა აწყობილი სამყაროს მოდელები, რომელთაგან თითოეული ძალიან დამაჯერებელია და ყავს ერთგული დამცველები.  ფილოსოფიის, მეცნიერებისა და რელიგიის ყოველი მიმართულება სამყაროს ხსნის თავისებურად და ყოველი მიმართულება თავისებურად სწორიცაა და არასწორიც. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ იდეალურად ავხსნათ აბსოლიტური ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ ცნებები რომლებსაც ჩვენ ვხმარობთ შედარებითია. ცნობილ იგავში სამ უსინათლოზე მოთხრობილია, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი ხელის შეხებით გამოეცნოთ და აღეწერათ სპილო. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ერთი ახსნა სწორია და მეორე არა - უაზრობაა. მთავარია, რომ ის მუშაობდეს.
თქვენ ალბათ გსმენიათ ცნობილი იდეის შესახებ, რომ  რეალობა არის ილუზია, რომელსაც ჩვენთვითონვე ვქმნით. თუმცა არავის არ უცდია აეხსნა საიდან მოდის ეს ილუზია და რანაირად იქმნება.  გამოდის, რომ ჩვენ ყველა ”ფილმს” ვუყურებთ?  ეს ცოტა არ იყოს საეჭვოა, თუმცა რაღაც დოზით ამაშიცაა სიმართლე. არსებობს მეორე აზრიც, რომ ყველაფერი ფირიქითაა - მატერიალური სამყარო არის მხოლოდ მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მკაცრი კანონებით და ჩვენი ცნობიერება აქ უძლურია. ამაშიც არის  ჭეშმარიტების პატარა წილი, რომელსაც ვერ შეედავები.


მაგრამ ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ცდილობს მყარად იდგეს არაერთგვაროვნებას მოკლებულ ნიადაგზე. ამიტომაცაა, რომ მეცნიერები ცდილობენ გაანადგურონ ერთი თეორია და ზეცამდე აიყვანონ მეორე.  ყოველი ასეთი ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზე რჩება მხოლოდ ერთი უდავო ფაქტი: ყოველი თეორია მრავალსახოვანი რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს წარმოადგენს.
ყველა თეორია მუშაობს, ამიტომ მათ არსებობის უფლება აქვთ. ასევე მუშაობს ბელდის ყველანაირი კონცეფცია. თუ თქვენ თვლით, რომ ბედი - ეს არის რაღაც წინასწარ განსაზღვრული, რომლის უნარი თქვენ არ გაგაჩნიათ, ესე იგი ასეც იქნება. ამ შემთხვევაში, თქვენი ნებით აბარებთ საკუთარ ბედს სხის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა ვისი, და იქცევით ტალღების სურვილისამებრ მცურავ პატარა ნავად. ხოლო თუ თვლით, რომ თვითონ ქმნით საკუთარ ბედს, გაცნობიერებულად იღებთ ხელში სადავეებს და საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას. თქვენ ებრძვით ტალღებს, ცდილობთ მართოთ საკუთარი ნავი. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი არჩევანი ყოველთვის მართლდება. რასაც აირჩევ იმას მიიღებ. როგორი მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოთ, სიმართლე ყოველთვის თქვენს მხარესაა. და სხვები თქვენთან იკამათებენ იმიტომ, რომ ისინიც მართლები არიან.



თუ რეალობის გამოვლინების რომელიმე ფენომენს ჩავთვლით ათვლის წერტილად, მაშინ აქედან შეიძლება ცოდნის მთელი დარგი ჩამოყალიბდეს. და ეს ცოდნა არ იქნება წინააღმდეგობრივი და წარმატებით შეძლებს ასახოს რეალობის ერთ-ერთი გამოვლინება.
ახალი ცოდნის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა დავეყრდნოთ ერთ ან რამოდენიმე ფაქტს, რომელიც ბოლომდე არ არის გასაგები, მაგრამ აქვს არსებობის უფლება.
მაგალითად, კვანტური ფიზიკა დაფუძნებულია რამოდენიმე დაუმტკიცებელ პოსტულატზე.
დაუმტკიცებელნი არიან იმიტომ, რომ თვითონ წარმოადგენენ ცოდნის ათვლის წერტილს, საწყისს. კვანტურ ფიზიკაში მიკროსამყაროს ობიექტი ზოგ შემთხვევაში იქცევა როგორც ნაწილაკი, ზოგში როგორც ტალღა. მეცნიერებმა ვერ შესძლეს ამ დუალიზმის ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტირება, ამიტომ მიიღეს როგორც მოცემულობის, ანუ პოსტულატის სახით. კვანტური ფიზიკის პოსტულატებს რეალობის გამოვლინების მრავალფეროვანი ფორმების მორგება შეუძლიათ, ისევე როგორც უსინათლოები  რომ შეთანხმებულიყვნენ თითქოს სპილო ერთ შემთხვევაში ბოძი იყოს, ხოლო მეორეში გველი.
მიკროსამყაროს ობიექტის აღწერისას თუ საფუძვლად მივიჩნევთ ნაწილაკის თვისებებს, მაშინ გამოგვივა ატომის მოდელი, რომელიც შექმნა ცნობილმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა. მოცემულ მოდელში ელექტრონები ბრუნავენ ბირთვის გარშემო ისევე როგორც პლანეტები მზის სისტემაში. ხოლო თუ ძირითადი თვისების საფუძვლად მივიჩნევთ ტალღას, მაშინ ატომი გადაიქცევა ტალღების სუპერპოზიციად. როგორც ერთი, ისევე მეორე მოდელი მუშაობს და ასახავს რეალობის გამოვლინების ცალკეულ ფორმებს. ისევ გამოდის, რომ  რასაც ავირჩევთ იმას მივიღებთ.


საერთოდ ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება გახდეს პოსტულატი, ცოდნის საწყისი წერტილი, რომელიც რათქმაუნდა იმუშავებს და ექნება არსებობის უფლება. ჭეშმარიტების ძიებაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სამყაროს არსში, მისი ცალკეული ასპექტების შესწავლით. მეცნიერული ცოდნის მასივები იქმნებოდა როგორც აღწერა და ახსნა სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა. ასე შეიქმნა სხვადასხვა ცოდნის დარგი რომელიც ხშირად მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში.
სამყაროს ბუნება მრავალსახოვანია და მუდმივად იცვლის ფორმებს, ადამიანები ერთი სახის გარჩევას ვერ ასწრებენ და აქვე ჩნდება მეორე, რომელიც არანაირად არ ემთხვევა პირველს. მეცნიერები ცდილობენ რამენაირად დააკავშირონ ერთმანეთთან რეალობის სხვადასხვაგვარი გამოვლინება, რომ გამოირიცხოს ურთიერთწინააღმდეგობა, თუმცა ეს ძნელად თუ გამოსდით. არსებობს მხოლოდ ერთი, ეჭვს დაუქვემდებარებელი ფაქტი, რომელიც ხსნის და ათავსებს ცოდნის ყველა დარგს - რეალობის გამოვლინების მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი ფორმები. ჩვენი სამყაროს მრავალვარიანტულობა არის მისი პირველი და ფუნდამენტური თვისება.


რეალობის განცალკევებული გამოვლინებების ახსნით გართული სხვადასხვა დარგის მიმდევარი რატომღაც გვერდს უვლის სწორედ  ამ ფაქტს, რომ ათვლის წერტილი კოორდინატთა ბადეზე არის სწორედ მრავალვარიანტულობა. ყველა ათვლის წერტილი მასთან შედარებით არის მეორადი. თუმცა პირველად წერტილს ყურადღებას არ აქცევენ, თითქოს, ის არ იყოს ინფორმაციის მატარებელი. მიუხედავად ამისა ინფორმაცია არის, და თანაც ფრიად საინტერესო.


მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად, ჩვენ ავიღებთ მრავალვარიანტულობის თვისებას, როგორც ათვლის წერტილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ პოსტულატად ავიღებთ იმ ფაქტს, რომ  რეალობას გააჩნია ფორმების გამოვლინების უსასრულო მრავალფეროვნება. მიუხედავად ჩვენი პოსტულატის ზოგადი ხასიათისა, თქვენ ნახავთ, რამდენად საინტერესო და მოულოდნელი ცოდნა იმალება მის უკან.


დავიწყოთ იქედან, რომ რეალობის გამოვლინების ფორმებს უნდა ჰქონდეთ წყარო, საიდანაც მოდის ეს მრავალფეროვნება. სამყარო ვლინდება, როგორც მატერიის მოძრაობა დროსა და სივრცეში. ეს მოძრაობა ექვემდებარება გარკვეულ კანონებს. როგორც იცით, ფუნქციის გრაფიკზე წერტილები განლაგებულია მათემათიკური ფორმულის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციის ფორმულა, არის  წერტილის გრაფიკზე მოძრაობის წესი. მაგრამ ფორმულები, ისევე როგორც კანონები - ადამიანის გონების აბსტრაქტული გამოგონებაა, რომელიც აღქმის გასამარტივებლად არის შექმნილი.


კიდევ როგორი წესით შეიძლება გრაფიკზე წერტილების განლაგება? რათქმქუნდა, როგორც ყველა წერტილის კოორდინატთა უსასრულოდ დიდი მასივი. ადამიანის მეხსიერების ტევადობა შეზღუდულია და ვერ შეედრება უსასრულობას. თუმცა სამყაროსთვის, უსასრულობა არ წარმოადგენს პრობლემას. მისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას შეაჯეროს წერტილების განლაგება და მოძრაობა ფორმულის სახით. ფუნქციის ხაზს თუ დავყოფთ უსასრულოდ პატარა წერტილებად, მაშინ ყველა წერტილი შეიძლება ჩაითვალოს მიზეზად, ხოლო მისი მომდევნო - შედეგად. ასე, რომ მატერიალური წერტილის ნებისმიერი მოძრაობა სივრცესა და დროში შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც უსასრულოდ პატარა მიზეზებისა და შედეგების უსასრულოდ დიდი და უწყვეტი ჯაჭვი.
იმ ცოდნით რაც ჩვენი გაგვაჩნია, მატერიის მოძრაობა წარმოგვიდგება როგორც კანონი, ხოლო ბუნებაში, ეს მოძრაობა ჩადებულია ნატურალურ ფორმაში - როგორც მიზეზებისა და შედეგების უსასრულო სიმრავლე. უხეშად რომ ვთქვათ, მატერიის მოძრაობის ყველა შესაძლო ვარიანტი ინახება ერთგვარ საინფორმაციო ველში, რომელსაც ჩვენ დავუძახებთ  ვარიანტების სივრცეს.  ის შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე რაც იყო, არის და იქნება.


ვარიანტების სივრცე გარკვეულ წილად წარმოადგენს მატერიალურ საინფორმაციო სტრუქტურას.  ეს უსასრულო საინფორმაციო ველი, შეიცავს ნებისმიერი მოვლენის ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ვარიანტების სივრცეში არის ყველაფერი. ჩვენ არ ვიმკითხავებთ იმაზე, თუ როგორი სახით ინახება ეს ინფორმაცია - ჩვენი მიზნებისთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვარიანტების სივრცე არის შაბლონი, კოორდინატთა ბადე მატერიის ნებისმიერი მოძრაობისა სივრცესა და დროში.


სივრცის ყველა წერტილში არსებობს ამათუიმ მოვლენის განსხვავებული ვარიანტი. აღქმის გასამარტივებლად ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება  სცენარისა და დეკორაციებისგან. დეკორაციები - ეს გარეგნული მხარეა, ან გამოვლინების ფორმა, ხოლო სცენარი - გზა, რომელზეც მოძრაობს მატერია. სიმარტივისთვის ვარიანტების სივრცე შეიძლება დავყოთ სექტორებად. ყველა სექტორს გააჩნია თავისი სცენარი და დეკორაცია. რაც უფრო დიდია მანძილი სექტორებს შორის, მით მეტია სხვაობა სცენარში და დეკორაციებში. ადამიანის ბედიც ასევე წარმოდგენილია უამრავ ვარიანტად.
თეორიულად არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ადამიანის ბედის სცენარებსა და დეკორაციებზე, რადგანაც ვარიანტების სივრცე უსასრულოა. ნებისმიერმა მცირე მნიშვნელობის მოვლენამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის ბედის შემობრუნებაზე. ადამიანის ცხოვრება, ისევე როგორც მატერიის ნებისმიერი სხვა მოძრაობა, წარმოადგენს მიზეზ შედეგობრივ ჯაჭვს. შედეგი ვარიანტების სივრცეში ყოველთვის ახლოს მდებარეობს თავის მიზეზთან შედარებით. ერთი მიყვება მეორეს, ამიტომ ბედის სექტორები განლაგდება ცხოვრების ხაზად.


წარმოიდგინეთ, რომ ნახეთ სპექტაკლი. მეორე დღეს, თქვენ ისევ წახვედით თეატრში იმავე სპექტაკლზე, მაგრამ ის უკვე გადიოდა სხვა დეკორაციებში. ეს ახლოს განლაგებული ცხოვრების ხაზებია. შემდგომ თეატრალურ სეზონში თქვენ ნახეთ სპექტაკლი იგივე მსახიობებით, მაგრამ  მნიშვნელოვანი ცვლილებებით სცენარში. ცხოვრების ეს ხაზი უკვე მოშორებით მდებარეობს. და ბოლოს, სხვა თეატრში ნახეთ, პიესის სულ სხვა ინტერპრეტაცია. ცხოვრების ეს ხაზი კი ძალიან შორსაა პირველისაგან.


რეალობა ვლინდება მთელი თავისი მრავალფეროვნებით ზუსტად იმიტომ, რომ ვარიანტების რაოდენობა უსასრულოა. ნებისმიერი ათვლის წერტილი გადაიზრდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვში. ათვლის წერტილის არჩევით, თქვენ მიიღებთ  რეალობის გამოვლინების ამა თუ იმ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ხაზზე რეალობა ვითარდება, ათვლის წერტილიდან გამომდინარე. თქვენ იღებთ იმას, რასაც ირჩევთ. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება ზუსტად იმიტომ, რომ ვარიანტების უსასრულობა უკვე არსებობს.  არავინ გიკრძალავთ ისეთი ბედის არჩევას როგორიც თქვენს გულს გაეხარდება. ბედის მართვის მთავარი საიდუმლო არის - გააკეთო არჩევანი. ტრანსერფინგი კი პასუხობს კითხვას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს არჩევანი.