воскресенье, 1 февраля 2015 г.




ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა.



ბედის ინტერპრეტირების სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ბედი - წინასწარ დაწერილია და რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერსად გაექცევი. ერთის მხრივ, ბედის ასეთი კოცეფცია თავისი გამოუვალობით დამთრგუნველია. გამოდის, რომ თუ ადამიანს შეხვდა არც თუ ისე კარგი ხარისხის იღბალი, სიტუაციის გამოსწორების არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მეორეს მხრივ, ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც ასეთი მდგომარეობა აწყობს - ასე ხომ უფრო კომფორტულია როდესაც მომავალი მეტნაკლებად გარკვეულია და არ გვაშინებს თავისი მოულოდნელობებით.

და მაინც,  ბედის ასეთი ფატალური გარდაუვალობა არ შეიძლება რომ არ იწვევდეს დაუკმაყოფილებლობასა და შინაგან პროტესტს. იღბალს მოკლებული ადამიანი ფიქრობს: რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? ერთს ყველაფერი აქვს ჭარბად, მეორეს კი გამუდმებით რაღაც აკლია. ერთს ყველაფერი ადვილად გამოსდის, მეორე კი შრომობს დაუღალავად, მაგრამ უშედეგოდ. ერთს ბუნებამ აჩუქა სილამაზე, ჭკუა და ძალღონე, მეორე კი, გაურკვეველი ცოდვების გამო მთელი ცხოვრება მეორეხარისხოვანის დამღას ატარებს.

საიდან ასეთი უსამართლობა? რატომ არის ასე, რომ ცხოვრება, რომელიც უსაზღვროა თავისი მრავალფეროვნებით, რაღაც შეზღუდვებს უწესებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს? რა დააშავეს იმ ნაკლებად ღირსეულებმა?

გარიყული ადამიანი გრძნობს წყენას, და ცდილობს რაიმე სახის ახსნა მოუძებნოს თავის ასეთ მდგომარეობას. და ამ დროს ჩნდება მრავალნაირი სწავლება, კარმის შესახებ წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო. თითქოს ღმერთი მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ თავის ურჩ შვილებს ჭკუას ასწავლის, მაგრამ მიუხედავად თავისი ყოვლისშემძლეობისა ვერ გამოსდის აღმზრდელობითი პროცესი. იმის მაგივრად რომ დასაჯოს ცოდვების გამო ამ ცხოვრებაში, შემდეგისთვის გადასდებს, თუმცა რა აზრი აქვს დასაჯო ადამიანი იმისთვის, რაც არ ახსოვს.


არსებობს უთანასწორების მეორე ვერსიაც, რომ ტანჯულები და გაჭირვებულები ამ ცხოვრებაში, უხვად მიიღებენ სიკეთეს, მაგრამ მოგვიანებით - ზეცაში, ან რომელიმე მომდევნო ცხოვრებაში. როგორც არ უნდა იყოს, მსგავსი განმარტებები მთლიანად ვერ აკმაყოფილებს ადამიანს. არსებობს თუ არა წარსული ან მომავალი ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ადამიანს ახსოვს და აღიქვამს მხოლოდ ამ ცხოვრებას, რომელიც მას ერთი აქვს.
თუ ბედისწერას დავიჯერებთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი მორჩილებაა. და ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ახალი განმარტება, “ გინდა იყო ბედნიერი, იყავი”. იყავი ოპტიმისტი და დასჯერდი იმას რაც გაქვს. ადამიანს მიახვედრებენ თითქოს ის უბედური იყოს იმიტომ, გამუდმებით უკმაყოფილოა და ძალიან ბევრს ითხოვს. ნუთუ მას არ აქვს უფლება უფრო მეტი უნდოდეს? რატომ უნდა აიძულებდეს თავს იყოს ბედნიერი? ეს ხომ იგივეა, რომ თავს აიძულო გიყვარდეს.
არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიყვარულისკენ - მიმტევებლობისკენ მოგვიწოდებენ. ადამიანს მართლაც შეუძლია იცხოვროს ამ ილუზიაში, პირდაპირ რომ აღარ შეეჯახოს მწარე რეალობას, და შვებასაც იგრძნობს. თუმცა სულის სიღრმეში მაინც ვერ ხვდება რატომ უნდა მიუტევოს მათ, ვისაც ვერ იტანს და უყარდეს ისინი ვის მიმართაც გულგრილია. ან რის მომტანია ეს ყველაფერი? რაღაცნაირი არაბუნებრივი და ნაძალადევი ბედნიერება გამოდის. თითქოს სიხარული თვითონ კი  არ უნდა მოდიოდეს, ძალით უნდა გამოწურო შენი თავიდან.


რათქმაუნდა მოიძებნებიან ისეთებიც, რომელთაც არ სჯერავთ რომ ცხოვრება ისეთი მოსაწყენი და პრიმიტიულია როგორც გარდაუვალი ბედისწერა. ისინი არ სჯერდებიან იმას რაც გააჩნიათ და ამჯობინებენ ახალი მიღწევების უხაროდეთ და არა არსებული მოცემულობის. ასეთი ადამიანებისთვის არსებობს სხვა ბედისწერის კოცეფცია: “ადამიანი თვითონ არის თავისი ბედის მჭედელი” და ბედნიერებისთვის როგორც წესი ბრძოლაა საჭირო. აბა როგორ? ”გამოცდილები” იტყვეან, რომ მარტივად ვერაფერს მიაღწევ. თითქოს ვერც შეედავები: თუ არ გსურს ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის, მაშინ მოგიწევს ბრძოლა.


ჭკუის დამრიგებლური ისტორიებიდან ჩანს, რომ ვიღაც გმირმა რომელიც მამაცურად იბრძოდა და დღედაღამე თავგანწირვით მუშაობდა, მას შემდეგ რაც უამრავი წინააღმდეგობა გადალახა, შესძლო და მოიპოვა სასურველი ბედნიერება. მაგრამ აქაც რაღაც არ ემთხვევა. მილიონობით ადამიანი ბრძოლობს თუმცა ერთეულები თუ აღწევენ ნამდვილ წარმატებას. რა ჭირს ამ უმოწყალო და მოურიგებელ ცხოვრებას?
რა მძიმე აუცილებლობაა - ცხოვრებას ებრძოლო და შენსას მიაღწიო. და თუ ცხოვრება ვერ დაიყოლიე, ესეიგი საკუთარ თავთან მოგიწევს ბრძოლა. თუ ღარიბი ხარ, ავადმყოფი, ულამაზო და უბედური - გამოდის შენი ბრალია. შენ თვითონ ხარ არასრულყოფილი და იძულებული ხდები შეიცვალო. ადამიანი დგება ფაქტის წინაშე, რომ თავიდანვე ცოდვებისა და ნაკლოვანებენის გროვაა და მათ გამოსასწორებლად დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. სევდიანი სურათია, არა? გამოდის, თუ ადამიან თავიდანვე არ გაუმართლა, და არ დაიბადა მდიდარი და ბედნიერი, ან მორჩილად მოუწევს თავისი ჯვრის ტარება, ან მთელი ცხოვრება ბრძოლას უნდა შეალიოს. რაღაც ვერ გამოდის გასახარი პერსპექტივა. ნუთუ ამ ყველაფრიდან არ არსებობს გამოსავალი?


მაგრამ გამოსავალი არსებობს. იმდენად მარტივი, რამდენადაც სასიამოვნო, ყველა ზემოთჩამოთვლილისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ის სულ სხვა შრეში დევს.  ტრანსერფინგში  ბედის კონცეფცია ბაზირდება პრინციპულად განსხვავებული სამყაროს მოდელში.
ნუ იჩქარებთ იმედგაცრუებით ხელების ქნევას და ძახილს, რომ ისევ ცდილობენ რაღაც რიგითი ქიმერის შემოტყუებას. დამეთანხმეთ, რომ ბედის ყველა ცნობილი კონცეფცია დაფუძნებულია განსაზღვრულ მსოფლმხედველობაზე, რომელიც, თავის მხრივ ბაზირდება ზოგიერთ დაუმტკიცებელ ათვლის წერტილებზე.


მაგალითად მატერიალიზმი ასკვნის, რომ მატერია პირველადია, ხოლო ცნობიერება მეორადი. იდიალიზმი ამტკიცებს საწინააღმდეგოს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე დასკვნა არ არის დამტკიცებული, მიუხედავად ამისა, ამ იდეების საფუძველზეა აწყობილი სამყაროს მოდელები, რომელთაგან თითოეული ძალიან დამაჯერებელია და ყავს ერთგული დამცველები.  ფილოსოფიის, მეცნიერებისა და რელიგიის ყოველი მიმართულება სამყაროს ხსნის თავისებურად და ყოველი მიმართულება თავისებურად სწორიცაა და არასწორიც. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ იდეალურად ავხსნათ აბსოლიტური ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ ცნებები რომლებსაც ჩვენ ვხმარობთ შედარებითია. ცნობილ იგავში სამ უსინათლოზე მოთხრობილია, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი ხელის შეხებით გამოეცნოთ და აღეწერათ სპილო. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ერთი ახსნა სწორია და მეორე არა - უაზრობაა. მთავარია, რომ ის მუშაობდეს.
თქვენ ალბათ გსმენიათ ცნობილი იდეის შესახებ, რომ  რეალობა არის ილუზია, რომელსაც ჩვენთვითონვე ვქმნით. თუმცა არავის არ უცდია აეხსნა საიდან მოდის ეს ილუზია და რანაირად იქმნება.  გამოდის, რომ ჩვენ ყველა ”ფილმს” ვუყურებთ?  ეს ცოტა არ იყოს საეჭვოა, თუმცა რაღაც დოზით ამაშიცაა სიმართლე. არსებობს მეორე აზრიც, რომ ყველაფერი ფირიქითაა - მატერიალური სამყარო არის მხოლოდ მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მკაცრი კანონებით და ჩვენი ცნობიერება აქ უძლურია. ამაშიც არის  ჭეშმარიტების პატარა წილი, რომელსაც ვერ შეედავები.


მაგრამ ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ცდილობს მყარად იდგეს არაერთგვაროვნებას მოკლებულ ნიადაგზე. ამიტომაცაა, რომ მეცნიერები ცდილობენ გაანადგურონ ერთი თეორია და ზეცამდე აიყვანონ მეორე.  ყოველი ასეთი ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზე რჩება მხოლოდ ერთი უდავო ფაქტი: ყოველი თეორია მრავალსახოვანი რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს წარმოადგენს.
ყველა თეორია მუშაობს, ამიტომ მათ არსებობის უფლება აქვთ. ასევე მუშაობს ბელდის ყველანაირი კონცეფცია. თუ თქვენ თვლით, რომ ბედი - ეს არის რაღაც წინასწარ განსაზღვრული, რომლის უნარი თქვენ არ გაგაჩნიათ, ესე იგი ასეც იქნება. ამ შემთხვევაში, თქვენი ნებით აბარებთ საკუთარ ბედს სხის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა ვისი, და იქცევით ტალღების სურვილისამებრ მცურავ პატარა ნავად. ხოლო თუ თვლით, რომ თვითონ ქმნით საკუთარ ბედს, გაცნობიერებულად იღებთ ხელში სადავეებს და საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას. თქვენ ებრძვით ტალღებს, ცდილობთ მართოთ საკუთარი ნავი. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი არჩევანი ყოველთვის მართლდება. რასაც აირჩევ იმას მიიღებ. როგორი მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოთ, სიმართლე ყოველთვის თქვენს მხარესაა. და სხვები თქვენთან იკამათებენ იმიტომ, რომ ისინიც მართლები არიან.



თუ რეალობის გამოვლინების რომელიმე ფენომენს ჩავთვლით ათვლის წერტილად, მაშინ აქედან შეიძლება ცოდნის მთელი დარგი ჩამოყალიბდეს. და ეს ცოდნა არ იქნება წინააღმდეგობრივი და წარმატებით შეძლებს ასახოს რეალობის ერთ-ერთი გამოვლინება.
ახალი ცოდნის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა დავეყრდნოთ ერთ ან რამოდენიმე ფაქტს, რომელიც ბოლომდე არ არის გასაგები, მაგრამ აქვს არსებობის უფლება.
მაგალითად, კვანტური ფიზიკა დაფუძნებულია რამოდენიმე დაუმტკიცებელ პოსტულატზე.
დაუმტკიცებელნი არიან იმიტომ, რომ თვითონ წარმოადგენენ ცოდნის ათვლის წერტილს, საწყისს. კვანტურ ფიზიკაში მიკროსამყაროს ობიექტი ზოგ შემთხვევაში იქცევა როგორც ნაწილაკი, ზოგში როგორც ტალღა. მეცნიერებმა ვერ შესძლეს ამ დუალიზმის ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტირება, ამიტომ მიიღეს როგორც მოცემულობის, ანუ პოსტულატის სახით. კვანტური ფიზიკის პოსტულატებს რეალობის გამოვლინების მრავალფეროვანი ფორმების მორგება შეუძლიათ, ისევე როგორც უსინათლოები  რომ შეთანხმებულიყვნენ თითქოს სპილო ერთ შემთხვევაში ბოძი იყოს, ხოლო მეორეში გველი.
მიკროსამყაროს ობიექტის აღწერისას თუ საფუძვლად მივიჩნევთ ნაწილაკის თვისებებს, მაშინ გამოგვივა ატომის მოდელი, რომელიც შექმნა ცნობილმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა. მოცემულ მოდელში ელექტრონები ბრუნავენ ბირთვის გარშემო ისევე როგორც პლანეტები მზის სისტემაში. ხოლო თუ ძირითადი თვისების საფუძვლად მივიჩნევთ ტალღას, მაშინ ატომი გადაიქცევა ტალღების სუპერპოზიციად. როგორც ერთი, ისევე მეორე მოდელი მუშაობს და ასახავს რეალობის გამოვლინების ცალკეულ ფორმებს. ისევ გამოდის, რომ  რასაც ავირჩევთ იმას მივიღებთ.


საერთოდ ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება გახდეს პოსტულატი, ცოდნის საწყისი წერტილი, რომელიც რათქმაუნდა იმუშავებს და ექნება არსებობის უფლება. ჭეშმარიტების ძიებაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სამყაროს არსში, მისი ცალკეული ასპექტების შესწავლით. მეცნიერული ცოდნის მასივები იქმნებოდა როგორც აღწერა და ახსნა სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა. ასე შეიქმნა სხვადასხვა ცოდნის დარგი რომელიც ხშირად მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში.
სამყაროს ბუნება მრავალსახოვანია და მუდმივად იცვლის ფორმებს, ადამიანები ერთი სახის გარჩევას ვერ ასწრებენ და აქვე ჩნდება მეორე, რომელიც არანაირად არ ემთხვევა პირველს. მეცნიერები ცდილობენ რამენაირად დააკავშირონ ერთმანეთთან რეალობის სხვადასხვაგვარი გამოვლინება, რომ გამოირიცხოს ურთიერთწინააღმდეგობა, თუმცა ეს ძნელად თუ გამოსდით. არსებობს მხოლოდ ერთი, ეჭვს დაუქვემდებარებელი ფაქტი, რომელიც ხსნის და ათავსებს ცოდნის ყველა დარგს - რეალობის გამოვლინების მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი ფორმები. ჩვენი სამყაროს მრავალვარიანტულობა არის მისი პირველი და ფუნდამენტური თვისება.


რეალობის განცალკევებული გამოვლინებების ახსნით გართული სხვადასხვა დარგის მიმდევარი რატომღაც გვერდს უვლის სწორედ  ამ ფაქტს, რომ ათვლის წერტილი კოორდინატთა ბადეზე არის სწორედ მრავალვარიანტულობა. ყველა ათვლის წერტილი მასთან შედარებით არის მეორადი. თუმცა პირველად წერტილს ყურადღებას არ აქცევენ, თითქოს, ის არ იყოს ინფორმაციის მატარებელი. მიუხედავად ამისა ინფორმაცია არის, და თანაც ფრიად საინტერესო.


მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად, ჩვენ ავიღებთ მრავალვარიანტულობის თვისებას, როგორც ათვლის წერტილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ პოსტულატად ავიღებთ იმ ფაქტს, რომ  რეალობას გააჩნია ფორმების გამოვლინების უსასრულო მრავალფეროვნება. მიუხედავად ჩვენი პოსტულატის ზოგადი ხასიათისა, თქვენ ნახავთ, რამდენად საინტერესო და მოულოდნელი ცოდნა იმალება მის უკან.


დავიწყოთ იქედან, რომ რეალობის გამოვლინების ფორმებს უნდა ჰქონდეთ წყარო, საიდანაც მოდის ეს მრავალფეროვნება. სამყარო ვლინდება, როგორც მატერიის მოძრაობა დროსა და სივრცეში. ეს მოძრაობა ექვემდებარება გარკვეულ კანონებს. როგორც იცით, ფუნქციის გრაფიკზე წერტილები განლაგებულია მათემათიკური ფორმულის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციის ფორმულა, არის  წერტილის გრაფიკზე მოძრაობის წესი. მაგრამ ფორმულები, ისევე როგორც კანონები - ადამიანის გონების აბსტრაქტული გამოგონებაა, რომელიც აღქმის გასამარტივებლად არის შექმნილი.


კიდევ როგორი წესით შეიძლება გრაფიკზე წერტილების განლაგება? რათქმქუნდა, როგორც ყველა წერტილის კოორდინატთა უსასრულოდ დიდი მასივი. ადამიანის მეხსიერების ტევადობა შეზღუდულია და ვერ შეედრება უსასრულობას. თუმცა სამყაროსთვის, უსასრულობა არ წარმოადგენს პრობლემას. მისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას შეაჯეროს წერტილების განლაგება და მოძრაობა ფორმულის სახით. ფუნქციის ხაზს თუ დავყოფთ უსასრულოდ პატარა წერტილებად, მაშინ ყველა წერტილი შეიძლება ჩაითვალოს მიზეზად, ხოლო მისი მომდევნო - შედეგად. ასე, რომ მატერიალური წერტილის ნებისმიერი მოძრაობა სივრცესა და დროში შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც უსასრულოდ პატარა მიზეზებისა და შედეგების უსასრულოდ დიდი და უწყვეტი ჯაჭვი.
იმ ცოდნით რაც ჩვენი გაგვაჩნია, მატერიის მოძრაობა წარმოგვიდგება როგორც კანონი, ხოლო ბუნებაში, ეს მოძრაობა ჩადებულია ნატურალურ ფორმაში - როგორც მიზეზებისა და შედეგების უსასრულო სიმრავლე. უხეშად რომ ვთქვათ, მატერიის მოძრაობის ყველა შესაძლო ვარიანტი ინახება ერთგვარ საინფორმაციო ველში, რომელსაც ჩვენ დავუძახებთ  ვარიანტების სივრცეს.  ის შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე რაც იყო, არის და იქნება.


ვარიანტების სივრცე გარკვეულ წილად წარმოადგენს მატერიალურ საინფორმაციო სტრუქტურას.  ეს უსასრულო საინფორმაციო ველი, შეიცავს ნებისმიერი მოვლენის ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ვარიანტების სივრცეში არის ყველაფერი. ჩვენ არ ვიმკითხავებთ იმაზე, თუ როგორი სახით ინახება ეს ინფორმაცია - ჩვენი მიზნებისთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვარიანტების სივრცე არის შაბლონი, კოორდინატთა ბადე მატერიის ნებისმიერი მოძრაობისა სივრცესა და დროში.


სივრცის ყველა წერტილში არსებობს ამათუიმ მოვლენის განსხვავებული ვარიანტი. აღქმის გასამარტივებლად ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება  სცენარისა და დეკორაციებისგან. დეკორაციები - ეს გარეგნული მხარეა, ან გამოვლინების ფორმა, ხოლო სცენარი - გზა, რომელზეც მოძრაობს მატერია. სიმარტივისთვის ვარიანტების სივრცე შეიძლება დავყოთ სექტორებად. ყველა სექტორს გააჩნია თავისი სცენარი და დეკორაცია. რაც უფრო დიდია მანძილი სექტორებს შორის, მით მეტია სხვაობა სცენარში და დეკორაციებში. ადამიანის ბედიც ასევე წარმოდგენილია უამრავ ვარიანტად.
თეორიულად არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ადამიანის ბედის სცენარებსა და დეკორაციებზე, რადგანაც ვარიანტების სივრცე უსასრულოა. ნებისმიერმა მცირე მნიშვნელობის მოვლენამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის ბედის შემობრუნებაზე. ადამიანის ცხოვრება, ისევე როგორც მატერიის ნებისმიერი სხვა მოძრაობა, წარმოადგენს მიზეზ შედეგობრივ ჯაჭვს. შედეგი ვარიანტების სივრცეში ყოველთვის ახლოს მდებარეობს თავის მიზეზთან შედარებით. ერთი მიყვება მეორეს, ამიტომ ბედის სექტორები განლაგდება ცხოვრების ხაზად.


წარმოიდგინეთ, რომ ნახეთ სპექტაკლი. მეორე დღეს, თქვენ ისევ წახვედით თეატრში იმავე სპექტაკლზე, მაგრამ ის უკვე გადიოდა სხვა დეკორაციებში. ეს ახლოს განლაგებული ცხოვრების ხაზებია. შემდგომ თეატრალურ სეზონში თქვენ ნახეთ სპექტაკლი იგივე მსახიობებით, მაგრამ  მნიშვნელოვანი ცვლილებებით სცენარში. ცხოვრების ეს ხაზი უკვე მოშორებით მდებარეობს. და ბოლოს, სხვა თეატრში ნახეთ, პიესის სულ სხვა ინტერპრეტაცია. ცხოვრების ეს ხაზი კი ძალიან შორსაა პირველისაგან.


რეალობა ვლინდება მთელი თავისი მრავალფეროვნებით ზუსტად იმიტომ, რომ ვარიანტების რაოდენობა უსასრულოა. ნებისმიერი ათვლის წერტილი გადაიზრდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვში. ათვლის წერტილის არჩევით, თქვენ მიიღებთ  რეალობის გამოვლინების ამა თუ იმ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ხაზზე რეალობა ვითარდება, ათვლის წერტილიდან გამომდინარე. თქვენ იღებთ იმას, რასაც ირჩევთ. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება ზუსტად იმიტომ, რომ ვარიანტების უსასრულობა უკვე არსებობს.  არავინ გიკრძალავთ ისეთი ბედის არჩევას როგორიც თქვენს გულს გაეხარდება. ბედის მართვის მთავარი საიდუმლო არის - გააკეთო არჩევანი. ტრანსერფინგი კი პასუხობს კითხვას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს არჩევანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий